ლუკა ბულაშვილი კარიერას ესპანეთის ოქროს ლიგის "ორენსეში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელი ლუკა ბულაშვილი კარიერას ესპანეთის ოქროს ლიგის კლუბ "ორენსეში" განაგრძობს.

ეს გახლავთ უმაღლესის შემდეგ მეორე ლიგა, რომელშიც გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძე ასპარეზობდა. კარგი თამაშით ბექამ უმაღლესლიგელთა ყურადღება მიიპყრო და წლეულს "ანდორაში" ჩაირიცხა.

"ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ერთი თვე დავისვენე, რის შემდეგაც ინდივიდუალურად ვემზადები, რომ ახალ გუნდში სათანადო კონდიციებით მივიდე.

გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ვიმედოვნებ, რომ მეც დავეხმარები მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში და "ორენსეც" დამეხმარება კარიერულ წინსვლაში", - განაცხადა ლუკა ბულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მან გასული სეზონი
ესპანურ "ბასკონიაში" გაატარა. ევროშესარჩევზე საშუალოდ 17.5 ქულასა და 3.6 პასს აგროვებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული