ხუთი პუნქტიდან მესამე ზაზა ფაჩულიას ეხება, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
3. ფარქვეშ თამაში ცოტა დაუხვეწავი იყო, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში
"ზაზა ფაჩულია უფრო "დალასის" ფაჩულიას ჰგავდა, ვიდრე "მილუოკის" ფაჩულიას. ზაზას პრობლემები ჰქონდა კომბინაციების გათამაშებისას, დასრულების სტადიაში, აგებდა ბრძოლას ფარისთვის.
თითქოს, დრეიმონდ გრინიც არ იყო დაინტერესებული მოხსნებისთვის ბრძოლით. შედარებისთვის, "ტორონტომ" თავისი აცილებული ტყორცნების 33 პროცენტი მოიპოვა, მაშინ, როცა "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ 18.
ეს შესაძლოა, სერიოზული
ფაჩულიას უკეთ თამაში შეუძლია. გრინიც აუცილებლად ითამაშებს უკეთ, მაგრამ გუნდმა დაკარგა ფასტუს ეზელი და სავარაუდოდ, ფაჩულია მთლიანობაში ვერ არის ისეთი კარგი, როგორც ბოგუტი იყო. თუნდაც, საჯარიმოების ტყორცნის გაუმჯობესებული პროცენტით.
"მეომრებს" ფარქვეშ პრობლემები უჩანთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდი პერიმეტრზე დიდებული უნდა იყოს", - ასეთია CBS-ის დასკვნა "გოლდენ სტეიტის" ცენტრის პოზიციაზე.