ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" - სუპერვარსკვლავებით სავსე გუნდის ხუთეულში დამკვიდრებულმა ქართველმა ცენტრმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩში თავისი პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ფაჩულიამ ეს ნიუ ორლეანში, "პელიკანსთან" 122:114 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იყო და თამაში ისე შედეგიანად დაიწყო, რომ არასრულ 6 წუთში მას უკვე 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული. სწორედ ეს დრო გაატარა ზაზამ მოედანზე პირველ პერიოდში და შემდეგ მეორეში გამოჩნდა, 2 ქულა და 3 მოხსნაც მიითვალა და პირველი ნახევარი 10
ქულითა და 9 მოხსნით დახურა.

დიდი შესვენების შემდეგ, თამაის განახლებიდან ათიოდ წამში ზაზამ მოხსნა მიითვალა და მოედანზე ყოფნის მე-12 წუთისთვის ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 11 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა გოლდენსტეიტელებს არ გასჭირვებითა მებრძოლი მეტოქის გატეხვა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

"გოლდენ სტეიტში" საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 39 წუთში 30 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 23 - სტეფ კარის.

"ნიუ ორლეანის" ძირითად ცენტრს, ომერ ასიკს მხოლოდ 8 სათამაშო წუთი დაეთმო, რათა ფარქვეშ სივრცე და ასპარეზი გამოთავისუფლებოდა "პელიკანსის" არქიმექულე ენტონი დევისს. ამ უკანასკნელის 45 ქულამ ვერაფერი დააკლო "გოლდენ სტეიტს", რომელიც საკუთარი თვითმფრინავით დღეს გეზს ფინიქსისკენ აიღებს და ხვალ მორიგი გამარჯვების მოპოვებას "სანსთან" ეცდება.

მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
rasac me vkitxulob ufro rasobrivi segregacia mgonia, gauchires sakme kacs .
davit
29 ოქტომბერი 2016 12:13
0
ეს არ იყო ზაზას კარგი თამაში, მართალია ორმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ ისე არა როგორც ზაზას ჩვევია, ეს ორმაგი დუბლი არაფერია ზაზასთვის...!
svani
29 ოქტომბერი 2016 12:00
0
ამ ნბეაში ხო ვერაფერს გაუგებ ტრენერებს, კაცს მისდის თამაში და ბოლო პერიოდი საერთოდ არ გამოყავს, მილოუკშიც ესე აკეთებდა ხოლმე ხშირად ჯეისონ კიდი და დალასშიც
sandro
29 ოქტომბერი 2016 11:29
0
ეს ერთი და სხვა მრავალი ზაზა, ორმაგებში შარშანდელი რეკორდი მოგეხსნას!
პირველი თამაშის შემდეგ აფუთფუთებული შურიანების მწუხარებას ვიზიარებ
მერაბი გ.
29 ოქტომბერი 2016 10:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული