ერთი თამაშით დაბრუნდი - ფაჩულია ნოვიცკის ევრობასკეტზე დუელში "ტვიტერით" იწვევს

AutoSharing Option
22 ნოემბერს ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა და საქართველოს ერთ-ერთ მეტოქედ ჯგუფში გერმანიის ნაკრები ერგო, რომლის უდავო ლიდერი დირკ ნოვიცკია.

მეოთხე ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს

ამასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიამ ყოფილ თანაგუნდელს (გასულ სეზონში ერთად ითამაშეს "დალასში") "ტვიტერზე" მისწერა:

"მზად ხარ ბრძოლისთვის ევროზე? მოდი, ძმაო, ეს ძალიან მხიარული იქნება, სულ ერთი თამაში მაინც".

მოგეხსენებათ, ნოვიცკი ეროვნულ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს, რაც მან იანვარში ოფიციალურად გამოაცხა
და.

გერმანულ მედიას ეიმედება - იქნებ დირკმა ზაზას გამოწვევა მართლა მიიღოს და ნაკრებს დაუბრუნდეს. sport1.de წერს, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული დაბრუნება ეროვნულ ნაკრებში კალათბურთის ისტორიაში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული