ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი თბილისის დროით 26 ნოემბერს გამთენიისას, სტუმრად "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 109:85 (30:20, 23:23, 27:21, 29:21) დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 20:41 წუთში კი 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება და 4 პასი მიითვალა. ზაზა 3-ჯერ დაჯარიმდა, კალათისკენ კი 5-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო.

"უორიორზში" ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები კვლავაც კევინ დურანტი და სტივენ კარი იყვნენ. პირველმა 29 ქულა
მიითვალა, მეორემ კი - 24.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" ორიოდე დღის წინაც მოუგო "ლეიკერსს". მაშინ ფაჩულიას გუნდმა საკუთარ მოედანზე უფრო დიდი სხვაობით - 149:106 გაიმარჯვა.

მთლიანობაში, ოკლენდურმა გუნდმა უკვე ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა, რადგან სტუმრად დეტროიტში "პისტონსთან" ანგარიშით 97:108 წააგო "ლოს ანჯელეს კლიპერსმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული