ქართველი ცენტრი გიორგი შარაბიძე, რომელიც მაკედონიური "ფენი ინდუსტის" ღირსებას იცავს, გუნდის წამყვან მოთამაშედ ყალიბდება.
გიორგიმ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა მაკედონიის ჩემპიონატში. მისი გუნდი სტუმრად შეხვდა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ "ვარდარს" და 59:54 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შარაბიძემ 25 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 2 ჯარიმა
შარაბიძის გუნდი მაკედონიის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგებით ლიდერობს. ანალოგიური შედეგი აქვს "რაბოტნიჩკისაც". მორიგ მატჩს "ფენი ინდუსტრი" 10 დეკემბერს, შინ მესამეადგილოსან "კუმანოვოსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით