- საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: უიღბლო "დინამო" და კარგი "ხუვენტუდი"
საინტერესო იყო მისი მოსაზრება "ხუვენტუდის" შესახებ. კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენი გუნდის მიზნები და სამომავლო გეგმები.
- წილისყრისას რვა შესაძლო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი გვერგო. დაგვიპირისპირდება ესპანეთის ჩემპიონატის გუნდი. ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგას, სადაც სუსტი მეტოქე არ არსებობს. გვაქვს საკმარისი დრო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ძალიან რთული იქნება,
- ჩემპიონთა ლიგის რეგულარულ ეტაპამდე თუ ვერ მივაღწიეთ, ფიბას თასზე გადავერთვებით, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში მოვხვდებით. შინ და გარეთ 6 მატჩს გავმართავთ. ასე რომ, "დინამოს" წლეულს ევროსარბიელზე მინიმუმ 8 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. რაც ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
- თუ გაქვთ მონახაზი, რა შემადგენობით გამოვა "დინამო" ევროტურნირებზე?
- დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებელი იყო, რაღაციდან დაგვეწყო. ქართველი კალათბურთელების ბირთვის შენარჩუნებას ვაპირებთ. მათთვის საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. 3-4 კარგი ლეგიონერი დაემატება და, ვფიქრობ, ნორმალურ გუნდს მივიღებთ.
- თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ვინ დარჩება გუნდში?
- ლევან ფაცაცია კონტრაქტით "დინამოს" ეკუთვნის, გვსურს შევინარჩუნოთ მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, მიხეილ ჭოჭუა, ახალგაზრდები - ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე. ასევე ვაპირებთ გიორგი შარაბიძის დაბრუნებას, რომელმაც გასული სეზონი მაკედონიაში გაატარა. მოკლედ, შემადგენლობასთან დაკავშირებით ნელ-ნელა ვყალიბდებით.
- გუნდის პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი ამერიკაშია, საზაფხულო ლიგების მატჩებს ესწრება. ისიც გირჩევთ საინტერესო კანდიდატებს.
- ვეცდებით, კარგი ლეგიონერები შევარჩიოთ, ევროპაში გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში კარგად დაგვეხმარა დეონტა ვონი. მისი დაბრუნების სურვილიც გვაქვს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ოფიციალურ მატჩებამდე შეკრება თუ გაქვთ დაგეგმილი?
- მონახაზი არის. ვარჯიშს აგვისტოში დავიწყებთ, თავიდან თბილისში მოვემზადებით, "ხუვენტუდთან" დაპირისპირებამდე კი, რამდენიმე საკონტროლო მატჩს გავმართავთ, სავარაუდოდ, თურქეთში. ახლოსაა და კარგი გუნდებიც ჰყავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"