14:26 12-12-2016
გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონა" დაამარცხეს! [VIDEO]
AutoSharing Option
სასტარტო ხუთეულში მყოფმა გიორგი შერმადინმა 18:29 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
უფრო შედეგიანი იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 26 წუთით გავიდა და თავი 13 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ანდორელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო დევიდ იელინეკი, ხოლო ენდრიუ ალბისის ანგარიშზე 15 ქულა და 7 პასი დაგროვდა. 7 მოგებითა და 4 მარცხით ქართველების გუნდი "უნიკახასთან" ერთად მე-6 ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს, "ანდორა" "სარაგოსას" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
5*2=10 10+1=11 ??????????????????????????????????
0
0
ერთადერთი ვარიანტიღა რჩება - ერთი 2 ქულიანი და ერთი საჯარიმო საკუთარ კალათში ჩააგდო, რომლებიც აქტივში არ ჩაეთვალა....
0
0
უფრო მეტიც, თუ ერთი საჯარიმო ჩააგდო და ვერცერთი სამქულიანი, არ არსებობს ორქულიანების ისეთი კომბინაცია, რომ 8 ქულა გამოვიდეს!
0
0
გილოცავთ გიორგი და ბექა ამ წარმატებას და კიდევ უამრავს გისურვებთ თქვენს სპორტულ კარიერაში. გაიხარეთ.
0
0
ვერ გავიგე, 5 ორქულიანი თუ ჩააგდო 8 ქულა როგორ გამოუვიდა?
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (5)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული