კანარიელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი და საკვანძო მაინც ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელშიც "ტენერიფემ" 33:24 გაიმარჯვა და შეხვედრა სათავისო შედეგით დაასრულა.
ქართველი ცენტრი ამ მატჩში დიდად არ დატვირთულა. შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
"ტენერიფე" 2 მოგებით და 1 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს,
"გრან კანარიას" სტუმრად დაუპირისპირდება.
GBF.GE