ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" საკუთარ მოედანზე "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 21 დეკემბერს, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე, "იუტა ჯაზთან" გამართა და მეტოქე 30-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:74 დაამარცხა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი თითქმის 15 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორქულიანი ტყორცნა კი გაუცუდდა.

"უორიორსის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო 25 ქულით. 22 ქულაა კევინ დურანტის აქტივში, 17 - კლეი ტომპსონის. დუბლი
შეასრულა დრეიმონდ გრინმა - 15 ქულა, 11 მოხსნა.

ეს "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ფაჩულიას გუნდს 29 თამაშში 25 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, სტუმრად "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაიყო ჩაბრატდით შენ და ტომპსონი? :დდ პირველ მეოთხედში მართლაც გქონდა მომენტი რომ უბრალოდ გესროლა და ჩაგეგდო)) და საერთოდ აქ ზოგზოგიერთებს ესმით რას ნიშნავს შავი სამუშაო?!))
svan
15:26 21-12-2016
0
ზაზა, ქულებით გაგვახარეეეეე!
gizog
15:24 21-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული