ქართველმა ცენტრმა ახალი წელი შედეგიანად დაიწყო. ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19:26 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტში" ზაზაზე მეტი მოხსნა მხოლოდ დრეიმონდ გრინს ჰქონდა, რომელმაც ერთით მეტი მოხსნა მიითვალა. გრინმა შეხვედრაში სამმაგი დუბლი მიითვალა,
კლეი ტომპსონმა 25 - ქულა, კევინ დურანტმა - 21, ხოლო სტეფ კარიმ 22 ქულა მიითვალა.
30 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "პორტლენდთან" გამართავს.