ზაზა ფაჩულია "საკრამენტოს" შემდეგ: ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "საკრამენტოსთან" გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]

- "საკრამენტოს" ლიდერ დემარკუს კაზინსს მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდა. რა იყო მის წინააღმდეგ კარგად თამაშის გასაღები?
- იგი მაღალი დონის კალათბურთელია, ბურთს ხსნის, შეტევებში კარგად გადადის, საშუალო ტყორცნებსაც მშვენივრად აგდებს, სამქულიანებსაც, კარგად იყენებს "პიკ ენდ როლს". ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ მთავარია გონივრული თამაში, ბევრი მუშაობა, ძალისმიერი თამაშით საქმის გართულება. თუმცა, ვთვლი, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა.

- ასეთი სწრაფი, ფიზიკური თამაში ყველასთვის რთულია...

- დარბაზში დიდ დროს ვატარებთ, ზედმეტ წონასაც ვაგდებთ და ვძლიერდებით.

- შეტევაში ძალიან აქტიური იყავი - ხუთი მოხსნა მეტოქის ფარზე. რატომ?
- რატომაც არა?! შეტევებისას ბევრი ბურთი აგვიცდა, მე მათი დაუფლებისთვის ვიბრძოდი.

- მატჩის ყველაზე ეფექტურ მომენტი: დურანტის დაფარება, ფაჩულიას ზურგსუკნიდან პასი, კარის ორქულიანი...
- ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, უნდა ეცადო, ლამაზად განაგრძო თანაგუნდელის ეფექტურად დაწყებული. ბურთი მეტოქის კალათისკენ ზურგით მდგომმა მოძრაობაში მივიღე, იყო გარბენის დაფიქსირების ალბათობაც. ამიტომ დაუფიქრებად ზურგსუკან, გარღვევაზე მყოფ კარის გადავაწოდე.

- მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება

- ბავშვი წინა რიგში იჯდა. რას ნიშნავს საკუთარი შვილის წინაშე კალათბურთის თამაში?
- ეს ოცნებაა. მის ასაკში ასეთი გამოცდილება დიდი ბედნიერებაა. ბევრს სწავლობს, წიგნებს კითხულობს და მეც ვცდილობ, შრომა დავუფასო, როცა შესაძლებლობა მაქვს, ჩემ გვერდით მყავდეს.

- რა ჰქვია?
- დავითი.

- დარწმუნებული ვარ, დავითიც ამაყობს...

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
maximus-მა თქვა რაც მინდოდა მეთქვა,ამიტომ მე მხოლოდ დავამატებდი,მომავალში უფრობევრი სიხარული მოეტანოთ გულსემატკივრებისთვი..მადლობა მათ!!!
nikola
10 იანვარი 2017 11:58
0
ზაზა მაგარი კაცი ხარ, შენით ამაყობს საქართველო
გია
10 იანვარი 2017 10:10
0
ვა, ეს რას მოვესწარი. არავინ არ იგინება, არავინ არ დაცინის. გაიხარეთ კომენტარების ავტორებო! ზაზა კი მართლაც ერთ-ერთი ნათელი წერტილია მთელი საქართველოსთვის. წარმატებები ვუსურვოთ!
alexandre
09 იანვარი 2017 20:10
0
ზაზა ფაჩულია არის დღეს საქართველო, ისევე როცორც მამუკა გორგოძე, ლაშა ტალახაძე ჩვენი მოჭიდავეები ლადო,გენო,ლაშა, ვარლამი ავთო და სხვები... ამათი დამსახურებაა თუ იციან მსოფლიოში საქართველო და არა პოლიტიკოსების ყოფილის და დღევანდელის.ზაზა მოხდება თუ არა ოლსტარზე ამას დიდი მნიშმნელობა არ აქვს, ის ყველა ქართველის საამაყო პიროვნებაა...
maximus
09 იანვარი 2017 19:33
0
აი პასიიი!!! ასეთი პასები უფრო მეტს ნიშნავს ნბა-ში, ვიდრე ერთი ან ორი რიგითი თამაშის მოგება რეგულარულში. ....ყოჩაღ,ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ ზაზა!!!!! ნამდვილი ღირსეული ქართველი ხარ!!!!!
fan
09 იანვარი 2017 18:06
0
სიტყვები უძლურია რათა გამოიხატოს ზაზას სიდიადე (მოთამაშის და ადამიანის)
qomagi
09 იანვარი 2017 17:46
0
IQ რამდენი აქვს კაზინს :D ეს არ არის დაცინვა უბრალოდ მართლა ცხოველია! ზაზამ დღეს ძალიან მაგრად ითამაშა თორემ დემარკუსი რომ ერთ-ერთი მაგარი ცენტრია ნბა-ში ამაზე ორი აზრი არ არსებობს
svan
09 იანვარი 2017 17:32
0
სანამ არ შეგისრულეს, ვერ იჯერებდით? ახლა გამოიღეთ ბიჭებო! უხ ზაზა, რა კაცი ხარ!
საკრამენტოს bavarias-გან
09 იანვარი 2017 17:03
0
ფეხბურთელების საყურადღებოდ!რო გარბიხართ ეგრევე სულერთია რომელ კლუბში,შეხედეთ როგორ დღითი დღე უმატებს და იხვეწება ზაზა.სუპერ.აი ესაა შრომა და ნებისყოფა და აღმოჩნდა იქ, საჭირო დროს,საჭირო მომენტში,საჭირო კლუბში
კახა ქირია
09 იანვარი 2017 15:18
0
ძალიან მაგარი კალათბურთელი და უმაგრესი პიროვნება
dato
09 იანვარი 2017 14:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული