109 ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში

AutoSharing Option
18 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გაიმართა 16 წლამდე კალათბურთელთა შორის, რომელშიც ერთმანეთს "ქუთაისი" და "იბერი" შეხვდნენ.

ჩვენს ყურადღებას ეს თამაში არ მიიქცევდა, რომ არა ორი ფაქტი - მატჩი 16 წლამდე ბავშვებს შორის 141:133 დასრულდა და ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა.

თანაც, ის, რაც ამ მატჩის მესამე და მეოთხე მეოთხედში ხდებოდა, საოცარია - მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 39:54 წააგეს, ხოლო მეოთხე 58:51 მოიგეს! 109 ქულა 10 წუთში! ეს კი წუთში თითქმის 11
ქულაა. ასეთი შედეგის მიღწევა NBA-ს კალათბურთელებსაც გაუჭირდებოდათ.

ისიც სათქმელია, რომ სამქულიანი ორივე გუნდმა ზუსტად სულ 11 შეასრულა მთელ მატჩში...

sportall.ge შეეცდება, ჩვენი აზრით, ამ საგანგაშო ფაქტსა და ზოგადად, ბავშვთა კალათბურთში არსებულ ვითარებაზე, ქართული კალათბურის მესვეურთა კომენტარები გაგაცნოთ.

საეჭვო მატჩის ოქმი
Sportall.Ge

შედეგი ტოტალიზატორის საიტზე
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
გთხოვთ მიპასუხეთ ტქვენ საიდან ინფორმაცია რომ ტოტალიზატორი ამ თამაშს პირდაპირს თამაშობდა?
0
ალბათ თქვენ თამაშობდით და კარგააც იგებდით ერთ ერთი თქვენი გუნდი ხო გამოდის ამ ჩემპიონატზე?
0

სიახლეები პოპულარული