მინდა, რომ სიმართლე გაირკვეს... რას ამბობენ საეჭვო მატჩის მონაწილე გუნდების მწვრთნელები

AutoSharing Option
ფოტოზე: "ქუთაისის" 16-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი კობა კირთაძე
საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის გუნდების - "ქუთაისისა" და "იბერის" მთავარი მწვრთნელების განცხადებით, ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში დაფიქსირებული შედეგი ეჭვის გაჩენის საფუძველს არ იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე Sportall.ge-მ უცნაურად 18 მაისს გამართული, 16-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩის - "ქუთაისი"-"იბერის" ანგარიში მიიჩნია (141:133). ეჭვები აღძრა იმ ფაქტმა, რომ ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა. საყურადღებო იყო მატჩის ბოლო მეოთხედის ანგარიშიც, რომელიც მასპინძლებმა 58:51 მოიგეს...

- 109
ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში

- Sportall.ge-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეულ მატჩზე კალათბურთის ფედერაცია მოკვლევას აწარმოებს

დღეს, 25 მაისს, Sportall.ge-ს რედაქციაში "ქუთაისის" 16-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა კირთაძე ეწვია. კირთაძის განცხადებით, "ქუთაისი"-"იბერის" მატჩში, ერთ-ერთი მეოთხედში დაფიქსირებული ქულების რაოდენობა მისმა ტაქტიკამ განაპირობა და მასში საეჭვო არაფერი ყოფილა.

"ეს ანგარიში განაპირობა პირადად ჩემმა მითითებამ. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ორი გუნდი არ ჩამოვიდა ქუთაისში სათამაშოდ და დაგვეწერა მოგება ანგარიშით 20:0, მჭირდებოდა ჩაგდებული ქულების რაოდენობის გაზრდა.

პირველი თამაში "იბერთან" სერიოზული სხვაობით მქონდა მოგებული, მეორე თამაშში გვქონდა მოედნის უპირატესობა. პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ თამაშს ვიგებდით და აქედან გამომდინარე, დავალება მივეცი მოთამაშეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო მოწინააღმდეგის შეტევა და სწრაფად განგვეხორციელებინა შეტევა. ამისთვის ცვალებადობით ერთ-ორ მოთამაშეს ვტოვებდი წინ, რათა მოწინააღმდეგის შეტევის შემდეგ სწრაფი პასი გაკეთებულიყო, ჩაგვეგდო და მაქსიმალურად მაღალი რაოდენობის ქულები მოგვეგროვებინა.

კალათბურთში ჩახედული ადამიანებისთვის ეს შედეგი გასაკვირი არ იქნება. შემიძლია ჩავრთო დრო და 10 წუთში ორმაგი შედეგი დაგიფიქსირო, როდესაც ასეთ ტაქტიკას მიმართავს მწვრთნელი. ამაზე დიდი ანგარიშითად დასრულებულა თამაშები. ჩემს გუნდს მოუგია 135:20...

ამასთან, მეორე გუნდს ამ მატჩში მოგება სჭირდებოდა. დავუკვირდეთ, გუნდი შეტევაში მოდის, მოწინააღმდეგე ხელს არ გიშლის და რას იზამ? წახვალ და ბურთს ჩააგდებ.

"იბერი" ელოდება "ბათუმის" წაგებას, რომ მოხვდეს 8 გუნდში და პლეი ოფში გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამოეთიშება თამაშს. მათ ქულების რაოდენობის ინტერესი კი არა, მოგების ინტერესი ჰქონდათ", - განაცხადა კირთაძემ.

კირთაძე ტოტალიზატორთან რაიმე ინტერესს გუნდების მხრიდან გამორიცხავს:

"რაც შეეხება ტოტალიზატორს, ამ შემთხვევაში კი არა, ცხოვრების მანძილზე პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვების, რომ არათუ ტოტალიზატორში, ნებისმიერი ასეთ აზარტულ თამაშებში თუ დავფიქსირდები, ყველაფერზე ვაგებ პასუხს.

უნდა დავინტერესდე, თუ საიდან ჩნდება ამ ტოტალიზატორში ეს თამაშები, რათა ვინმე არ დაჯდეს დარბაზში და ასეთი საზიზღრობით ბავშვებს სული არ მოუწამლოს.

ახსნა-განმარტებითი ბარათი დავწერე და მივაწოდე ფედერაციასაც. რასაც აქ ვსაუბრობ, იგივე ვუთხარი მათაც. მინდა, რომ სიმართლე გაირკვეს და ეს ჩირქი, რაც ამ ამბით მომეცხო, ჩამომშორდეს".

ტელეფონით დავუკავშირდით "იბერის" მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხომერიკსაც. მისი კომენტარი ასეთია:

"სიბინძურე და სისულელეა, რაც დაიწერა. მომხრე ვარ, ბოლომდე ჩატარდეს გამოძიება. საერთოდ არც ვიცოდი, ბავშვების თამაშები ტოტალიზატორში იდება თუ არ იდება, პირველად გავიგე ეს ყველაფერი. როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, არ შეიძლება ასეთი სიბინძურე...

იყო თამაშები, 172-162 დამთავრებულა, ერთ თამაშში ბავშვს 140 ქულა გაუკეთებია, მაგრამ ის არ გახდა საეჭვო და მაინცდამაინც "ქუთაისი"-"იბერის" მატჩი გახდა საეჭვო?

ვინც შეუკვეთა ეს სტატია, არის ბინძური ადამიანი, უნდა რცხვენოდეს...

კომპიუტერი და ინტერნეტი არ გვაქვს, რა ტოტალიზატორი? ბავშვებისთვის ერთი ბურთი არ მოუციათ, დახეული ბურთებით თამაშობენ".

ლექსო ნაბახტეველი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ ვერ უნდა ჩააგდო თუ ჩაგაგდებინეს?არცერთი ტოტალიზატორი არ მიიღებს დიდ ფულს ესეთ თამაშზე,ცოტა შეიძლება უმნიშვნელო კაპიკები,დადონ ჩანაწერი და ნახავს ყველა რა და როგორ იყო.3 ქულიანები თუ არის ბლომად მაგას ხომ ვერავინ ვერ ჩააწყობდა,თამაშს უნდა უყურო და მიხვდები რაც მოხვდა .
დავითი
28 მაისი 2017 03:42
0
ირაკლი ხომერი უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია!!!
tamara
26 მაისი 2017 23:54
0
დაუკავშირდით იმ გუნდების მწვრთნელებს და კითხეთ დატო არ ჩადიან რეგიონებში სათამაშოთ და რატო ეთვლება აჭარას მოგება აი მანდ ეძებეთ ჩაწყობა და მართლა პრობლემა რაც არის იმას მიხედეთ შეეშვით ამ იდიოტობების წერას მიდით დარბაზი ნახეთ სად ვარჯიშობენ ეს ბავშვები და სად იზრდებიან იფიქრეთ მომავალ თაობის აღზრდაზე და არა ამ სიბინძურების წერა და დამკვეთმაც და დანწერმაც მოუხადეთ ბოდიში გეყოთ ნამუსი მართლა და მართლა
777
26 მაისი 2017 14:05
0
დადეთ ჩემი კომენტარი რატო არ დაფთ?
777
26 მაისი 2017 13:29
0
აყრევინეს ბავშვებს დავუშვათ და ჩაგდებებზე ამუშავეს, ზნაჩიტ გაყიდულია ხო? რკინის ლოგიკაა
ტურა
26 მაისი 2017 09:38
0
ნბას როგორ ადარებთ ამ პატარა ბავშვებს) ნბაში კალათბურთს თამაშობენ თავის დცვიანად აქ კი ყცელას ჩაგდება უნდაა) და ნყ პროფესორობთ როცა არც იცნობთ და იდსაც ვერ ერკვევით კალადბურთში
ტურა
26 მაისი 2017 09:35
0
ბავშვი თუ 140 ქულას აკეთებს გინესის წიგნში ყოფილა შესაყვანი ან ნბა-ში მისაწვევი
gela
26 მაისი 2017 07:16
0
ბურთები რა არ ჩავარდა? ე.ი.ბავშვები კარგად ისვრიან, ხოლო ის ვეტერანი კალათბურთელები, რომლებიც თითქოსდა ვერ ჩააგდებენ, თუ მართლაც ვერ ჩააგდებენ - ცუდად ისვრიან. როცა ბავშვები კარგად ისვრიან და ქულებს აგროვებენ, რა გიკვირთ?
ძმა
26 მაისი 2017 02:59
0
ღმერთს უაზროდ ნუ ახსენებთ
იცით თუ არა რომ მეოთხედში ნბა-ს რეკორდი 91 ქულაა? თან უფრო დიდი მეოთხედია ამერიკაში დროის მხრივ
ტურა-ს
26 მაისი 2017 01:48
0
ვინც ამ ორ კაცს იცნობს მიხვდება რა ტრუხა და რაგაც ეშმაკობაა, ხომერიკი მწვრთნელი კი არა მოთამაშეა დღემდე იმდენ სულს და გულს დებს ყველა თამაშში,დაესწარით ერთ თამაშს და მიხვდებით, დერეფანში ავარჯიშებს ბავშვებს და შედეგს აღწევს, მის ბოლო კაპიკებს ახარჯავს ამ გუნდს, მისი აღზრდილია ირაკლი სულხანიშვილი რომელიც ესპანეთში ირჯება დგეს და მალე ნბას ითამაშებს)) შარშანდელი ფინალის მონაწილე გუნდია და ხომერიკმა ლამის ინფაქტი მიიღო ამ თამაშში ისე უყვარს თავის საქმე)) მეორეც და თუ გაყიდული იყო ორი კაცი ვერ გაყიდდა მტელი მსაჯთა ბრიგადა და კომიისის წევრები ჩართული უნდა ყოფილიყო)) ნახეთ ამ თამაშის მონაწილე ბავშვები და მიხვდებით რო ტრუხა და ზგაპარია)) წინასწარ ღმერთს ნუ შესცოდავთ და ნუ დააბრალებთ ნურაფერს ?) ორივე კაცი ცამდე მართალია)))
ტურა
25 მაისი 2017 22:42
0

სიახლეები პოპულარული