დაბრუნება ევროპაში - "დინამო" ჩემპიონთა თასზე, "სოხუმი" ევროპის თასზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, დარჩენილია გარკვეული ფორმალობების მოგვარება.

დინამოელები საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. თუ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობენ. საკვალიფიკაციოზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი ევროპის თასზე, ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

სწორედ ევროპის თასზე მონაწილეობის განაცხადი შეიტანა "სოხუმმა".

Sportall.Ge

სხვათა შორის, ერთდროულად ორ ქართულ გუნდს საერთაშორისო არენაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ორს ვინ ჩივის, 2013 წლის მერე ევროპული ტურნირები ჩვენი გუნდების გარეშე ტარდებოდა...

შეგახსენებთ, რომ 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელმა "დინამომ" ევროსარბიელზე ბოლოს 2002-03 წლებში
ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სოხუმს გადააწნავენ გადასაწნავს ისევ და ფინანსური პრობლემით დაასრულებს იქ. რაც შეხება დინამოს დინაკოს საკუთარ ადგილს მიუჩენენ სამწუხაროდ .ჯწრ ევროპაზე დააქვეიტებენ და მერე იქიდანაც გამოაბრუნებენ.ნეტავ ვცდებოდე
არგო
26 ივნისი 2017 03:58
1
ეგ ბიუჯეტიც არ იქნებოდა საკმარისი ევროთასებისთვის იქ სერიოზული თანხებია როგორც ვიცი საჭირო. სოხუმს ეტყობა ვიღაც.კერძოდ ეხმარება თორე ის ბიუჯეტი რაცაქვთ გუნდებს ნაღდად არ ყოფნის ევროტურნირებს.წარმატებები სოხუმსაც და დინამოსაც.
quTaiseli
23 ივნისი 2017 17:34
0
ფინანსები თუ აქვს გუნდს ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება
ქუთაისი
23 ივნისი 2017 17:14
0
ყველაზე დიდი ბიუჯეტი სუპერლიგაში ქუთაისს ჰქონდა შარშან და ყველაზე უფრო ევროტურნირები გვინდა ჩვენ მაგრამ ცინცაძეს და ტუღუშს გაატანეს მთელი ფული ამ ნიჭიერებმა აქედან
kutaisi
23 ივნისი 2017 17:02
0
ეტყობა სოხუმს აქვს მაგის ფინანსები და ქუთაისს არა.მეტი არაფელი.დღესთურა ხვალ მაინც გამოჩნდება ქუთაისში ადამიანი ვინც მიხედავს კალათბურთს სერიოზულად დღეს კიდე როგორც ვიცი მერიის ბალანსზეა გუნდი.
quTaiseli
23 ივნისი 2017 15:58
0
ქუთაისს არ უნდა ეტყობა
აბა სოხუმს თუ რთავენ ნებას ქუთაისს მითუმეტეს დაუშვებდნენ მაგრამ ეტყობა არ იყო აქედან მოთხოვნა...
და რატომ არ იყო?
იმიტომ რომ რბილად რომ ვთქ
ქუთაისი?
23 ივნისი 2017 15:11
0
კი მაგრამ "ქუთაისი" -თასის მფლობელი და ვერცხლის პრიზიორია ,"სოხუმი" ძლივს გადაურჩა გავარდნას,რატომ გადის ეს გუნდი ევროპაზე და არა "ქუთაისი" მიპასუხოს ვინმემ თუ იცის??????
mamulo
23 ივნისი 2017 13:24
0
ძალიან კარგი!!!
svan
23 ივნისი 2017 13:10
0
მიდით მიდით ნამდვილად სასიხარულო ამბავია, კალათბურთი მაგარი სპორტია
ako
23 ივნისი 2017 11:30
0
ძალიანაც კარგი.ეს საციცოცხლოდ აუცილებელია ,აქაც,რაგბშიც და ყველა გუნდურ სახეობაშიც.უნდა გამოიძებნოს თანხები ამისათვის.აუცილებლად.
სოსო
23 ივნისი 2017 11:14
0

სიახლეები პოპულარული