დაბრუნება ევროპაში - "დინამო" ჩემპიონთა თასზე, "სოხუმი" ევროპის თასზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, დარჩენილია გარკვეული ფორმალობების მოგვარება.

დინამოელები საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. თუ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობენ. საკვალიფიკაციოზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი ევროპის თასზე, ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

სწორედ ევროპის თასზე მონაწილეობის განაცხადი შეიტანა "სოხუმმა".

Sportall.Ge

სხვათა შორის, ერთდროულად ორ ქართულ გუნდს საერთაშორისო არენაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ორს ვინ ჩივის, 2013 წლის მერე ევროპული ტურნირები ჩვენი გუნდების გარეშე ტარდებოდა...

შეგახსენებთ, რომ 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელმა "დინამომ" ევროსარბიელზე ბოლოს 2002-03 წლებში
ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სოხუმს გადააწნავენ გადასაწნავს ისევ და ფინანსური პრობლემით დაასრულებს იქ. რაც შეხება დინამოს დინაკოს საკუთარ ადგილს მიუჩენენ სამწუხაროდ .ჯწრ ევროპაზე დააქვეიტებენ და მერე იქიდანაც გამოაბრუნებენ.ნეტავ ვცდებოდე
არგო
03:58 26-06-2017
1
ეგ ბიუჯეტიც არ იქნებოდა საკმარისი ევროთასებისთვის იქ სერიოზული თანხებია როგორც ვიცი საჭირო. სოხუმს ეტყობა ვიღაც.კერძოდ ეხმარება თორე ის ბიუჯეტი რაცაქვთ გუნდებს ნაღდად არ ყოფნის ევროტურნირებს.წარმატებები სოხუმსაც და დინამოსაც.
quTaiseli
17:34 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული