წინასასეზონო პერიოდში "სოხუმში" ჩაირიცხნენ უკრაინელი ლეგიონერები მაქსიმ ლუცენკო (კიევის "ბუდიველნიკი", უკრაინის ჩემპიონი, 2017), ანატოლი ჩელოვანი (ოდესის "ბიპა"- უკრაინის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი) და ბოგდან ბაიდა (გასულ სეზონში თამაშობდა კრემენჩუგის "კრემენში", მანამდე "აზოვმაშის" რიგებში ორჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი).
გუნდს შეუერთდება უკრაინელი კალათბურთელი სერგეი პრიმაკი (კიევის "ბუდიველნიკი", უკრაინის ჩემპიონი, 2017) და ამერიკელი ლეგიონერი კვან ოულერი.
ამ კალათბურთელების "სოხუმში"
"სოხუმის" დამფუძნებელმა და მფლობელმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ შეგვატყობინა, რომ 2017-18 წლების სეზონში გუნდის თავკაცად იმუშავებს მიხეილ კობეშავიძე, რომელიც თებერვალ-მაისში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ გიგა კვეტენაძე და ოთარ ბულიავა. "ბათუმიდან" გადმოვიდნენ ლევან და მაიზერ რევაზაშვილები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"