მსოფლიოს ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპი არ აქვს. ტურნირისთვის გუნდები მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ირჩევა და ამ მხრივ საქართველო საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, მუნდიალზე ადგილიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე მაღლი შედეგი შარშან აჩვენა, როცა პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
ჩინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 4 კალათბურთელი დაიცავს: ოთარ პერტაია (აკადემია), ვახტანგ გაფრინდაშვილი (არმია), ლადო ალავიძე (ზაზა) და ზურაბ ჟღენტი (ქუთაისი).
საქართველოს ნაკრები ჩინეთში 27 ივნისს გაემგზავრება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური