დარჩა ოთხი გამორჩეული

AutoSharing Option
1/4 ფინალი

სოხუმი-რუსთავი 104:52
23:11, 28:3, 12:16, 41:22
სოხუმი: ჩოჩია (3ქ), მეგენეიშვილი (4ქ), ჩერქეზიშვილი (11ქ, 5პ), თავართქილაძე (3პ), ლომიძე (3ქ), მაჩალაძე (8ქ, 7პ, 13მ, 6ჩ), როგავა (5პ), მეხრიშვილი (11ქ, 10მ), სულაბერიძე (6ქ, 5მ), სანაძე (41ქ), კორძაძე (9ქ, 7მ), ძიძიშილი (8ქ).
რუსთავი: მებურიშვილი, გაგნიძე (2ქ), ქიტოშვილი (2ქ, 3პ), არაბული (13ქ, 9მ, 3ჩ, 2დ), ლორთქიფანიძე (5ქ), ჯ. არაბული (5ქ, 5მ), მაისურაძე (4ქ, 5მ), ოქროჭელიძე, დოლიაშვილი (10ქ), ჭიჭიკოშვილი (3ქ), ფხალაძე, ობგაიძე (8ქ, 6მ)

თსუ-მაქაბი 122:63
44:12, 14:13, 26:22, 38:16
თსუ: კობაიძე (5ქ), სუხაშვილი (7ქ), ს.
ლეჟავა (2ქ, 11პ), ახალაია (14ქ, 7მ, 3ჩ), მეტრეველი, გაბისიანი, ორმოცაძე (5პ), ბექაური (32ქ, 11მ, 3პ, 4ჩ), ზ. მაისურაძე (17ქ, 7პ), დეკანოიძე (16ქ), ჩქარეული (27ქ, 6მ, 5პ, 3ჩ), სანაია (2ქ)
მაქაბი: კალანდაძე (2ქ), სამნიაშვილი, ლეონიძე, გ. რევაზაშვილი (31ქ, 10მ), ბეშქენაძე (11ქ, 8მ), იაკობაშვილი, ფაჩუაშვილი (5მ, 4პ), ფერიაშვილი (19ქ, 13მ, 4დ)

სტუ-დინამო 94:70
22:7, 18:29, 26:18, 28:16
სტუ: ტეტელაშვილი (2ქ), გურაბანიძე (2ქ), ჩიკვილაძე (18ქ, 5მ), ლომოური (25ქ, 14მ, 4პ), ჭოხონელიძე (8ქ, 6მ), ქევხიშვილი, ლობჟანიძე, ლაშქარაძე (4ქ), დვალიშვილი (16ქ, 18მ), ბაქრაძე (19ქ, 10მ, 6პ)
დინამო: ვახანია (14ქ, 8მ, 6პ, 3ჩ), ლომიძე (10ქ), ლ. მინაშვილი (9ქ, 3პ), ოკრიბელაშვილი (16ქ, 6მ), მიმინოშვილი, ალხანაიძე (14ქ, 7მ), შიოლაშვილი (4ქ, 5მ), მაჭარაძე, ჭიჭვეიშვილი (3ქ)

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს რეგულარული ეტაპი "ქუთაისმა" მოიგო. შესაბამისად, იმერლებმა პირდაპირ მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური. ხოლო რეგულარულში მეორე-მეშვიდე ადგილებზე გასულმა გუნდებმა მეოთხედფინალური სერიის სამი მატჩი ითამაშეს. გაიმარჯვეს ფავორიტებმა.

სტუ-ში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთბაშად ხუთი კალათბურთელია შეკრებილი: ბექა ჩიკვილაძე, აკაკი დვალიშვილი, აკაკი ლომოური, გივი ბაქრაძე და გიორგი ტეტელაშვილი. მათგან სამმა მეოთხედფინალში ორმაგი დუბლი შეასრულა და გასაკვირი არ არის, რომ ნახევარფინალის გზაზე სტუ-მ "დინამო" ჩამოიშორა.

არანაკლები შემადგენლობა ჰყავს "სოხუმს", რომელმაც მეოთხედფინალში "რუსთავს" შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმის შემდეგ სოხუმელები 51:14-ს იგებდნენ. დუდა სანაძე სუპერლიგაშიც გამოირჩეოდა სროლის სიზუსტით, თანატოლებში კი შეუჩერებელია: "რუსთავთან" მატჩში მას 41 ქულის ჩასაგდებად 23 წუთი ეყო - 10-დან 6 ორქულიანი, 11-დან 6 სამიანი და 12-დან 11 საჯარიმო გამოიყენა.

ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა "სოხუმის" ფორვარდ ზურაბ მაჩალაძეს: 8 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 6 ჩაჭრა (22 წუთში).
20-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტია თსუ, რომელმაც "მაქაბის" 122:63 აჯობა. ორივე გუნდს ტანმაღალი კალათბურთელებმა ულიდერეს: თსუ-ელმა ბექა ბექაურმა 32 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა, მაქაბელმა გიორგი რევაზაშვილმა 31 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული