ვაკეში ფესტივალი გაიხსნა

AutoSharing Option
ვაკეში კალათბურთის აკადემიის დარბაზში ახალგაზრდული ფესტივალი დაიწყო. შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება 11-წლამდელ მოზარდთა მონაწილეობით. საკალათბურთო ფესტივალში 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.

I ჯგუფი: "მართვე", "ორბი", "გორი", "რუსთავი", "ბოლნისი".
II ჯგუფი: "აკადემია", "მართვე 2", "ჰიუნდაი", "ქუთაისი", "ზესტაფონი".

ფესტივალი წრიული სისტემით გაიმართება. ჯგუფებში ყველა გუნდი თითოჯერ შეხვდება ერთმანეთს და ჩემპიონობისთვის პირველ ადგილზე გასულები იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული