შეჯიბრებაში საქართველოს არაერთი კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობდა: ხარაგაული, ზესტაფონი, ქუთაისი, გორი, თბილისი, რუსთავი, ახმეტა...
გუნდები ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. "ზესტაფონმა" და "ახმეტამ" თავიდანვე მიიქციეს ყურადღება და ლოგიკური იყო მათი ფინალში ხილვა. ჩემპიონობა ახმეტელებმა მოიპოვეს.
- ახმეტას ყველაზე უკეთესი გუნდი ჰყავს. აშკარად ეტყობათ,
შეჯიბრებაში მონაწილე "ხარაგაული" ერთი სკოლის ბაზაზე იყო დაკომპლექტებული და ურიგო შედეგი არ უჩვენებია.
- ხარაგაულში ზესტაფონიდან ყოველდღიურად დავდივარ. ბავშვების ენთუზიაზმს რომ ვხედავ მეც ხალისი მემატება. ვცდილობთ მსგავს ტურნირებს არ გამოვაკლდეთ, რადგან ახალგაზრდა კალათბურთელებმა მეტი გამოცდილება მიიღონ, - გვითხრა ხარაგაულელთა მწვრთნელმა ბეჟან ჩხეიძემ.
მერაბ კეკელიძემ კი შეჯიბრების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:
- ჩვენი მიზანი იყო გვენახა 1998-99 წელს დაბადებულ გოგონათა გუნდები, რადგან სწორედ ამ ასაკის მოზარდებს მოუწევთ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ღირსების დაცვა. შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, საჭიროა სერიოზული მიხედვა, რათა 1015 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდეს.