ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანმა "სოხუმმა" ბელარუსის ჩემპიონ "მინსკს" უმასპინძლა და დამაჯერებელად 94:78 (28:24, 26:16, 17:21, 23:17) დაამარცხა.
მოედანზე ყველაზე შედეგიანი "სოხუმის" მეხუთე ნომერი რობინსონი იყო. რობინსონმა თავის გუნდს 20 ქულა მოუტანა.
აიანარს ბაგაცკისის გუნდი განმეორებით შეხვედრას ერთი კვირის შემდეგ მინსკში გამართავს.