შსს-ს კიდევ ერთი ამერიკელი დაემატება

AutoSharing Option
შსს-ს ახალ სეზონში მეორე ამერიკელიც დაეხმარება, - გვითხრა გუნდის ხელმძღვანელმა ლევან მიქაბერიძემ. რობო კრეპსმა დუდუ დადიანის მემორიალზე კარგი შთაბეჭდილება რომ დატოვა, უკვე ვწერდით. მას შსს-ში თანამემემულე გოფრი მაკკემონი შეუწყვილდება, რომელთანაც ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გოფრი ფლანგის კალათბურთელია, შეუძლია როგორც მსროლელად, ასევე მსუბუქ ფორვარდად თამაში. მისი სიმაღლე 197 სმ-ია და ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა.

მაკკემონი 2007 წლიდან 2011-მდე ამერიკის კოლეჯების ლიგაში "ლოიოლას" შემადგენლობაში ასპარეზობდა. პირველ სეზონში არცთუ ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა, შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და ამერიკაში ჩატარებულ ბოლო სეზონში "ლოიოლას" ბომბარდირი
გახდა. 2010-11 წლებში მისი საშუალო მონაპოვარი ასე გამოიყურებოდა: 31.1 წუთში 14.4 ქულა, 3.0 მოხსნა, 1.0 პასი, 0.9 ჩაჭრა. გოფრი სამქულიანებს 41.7-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, რაც კარგი მაჩვენებელია.

მაკკემონის ამჟამად ამერიკაშია, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს გამოტოვებს, თბილისში 20 ოქტომბერს ჩამოვა და მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს მეორე ტურში მისი საქმეში ხილვის საშუალებაც მიეცემა.

ლევან მიქაბერიძემ ასევე დასძინა, რომ შსს-ს სატრანსფერო აქტიურობა ამით არ დასრულებულა.

დოსიე
გოფრი მაკკემონი
აშშ
დაიბადა: 14.04.1989
სიმაღლე: 197 სმ.
ამპლუა: მსროლელი/მს. ფორვარდი

კარიერა
2006-07 კონანტი (NJCAA)
2007-11 ლოიოლა (NJCAA)
2011-12 შსს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ გუნდს ვუშერ მხარსს
tengiz
18:06 10-11-2011
0
მაგარიაა ეს გუნდიიიიიიიი
tengiz
17:14 29-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული