"აფხაზეთის ხმა" სუპერლიგის მატჩებს გააშუქებს

AutoSharing Option
2 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კალათბურთის ფედერაციასა და ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია იღებს ვალდებულებას აჩვენოს სუპერლიგის ყველა მატჩი გარდა ცენტრალური შეხვედრისა, რომლიც ჩვენებას კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს.

მატჩების ტრანსლაცია მოხდება ქუთაისიდანაც, მომავალი წლიდან კი "აფხაზეთის ხმა" სხვა სპორტის სახეობების, კერძოდ რაგბის, ჭიდაობის და ძიუდოს შიდაპირველობების და საეთაშორისო ტურნირების ჩვენებას განახორციელებს.

ჟურნალისტებს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი
და აფხაზეთის ხმის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დათეშიძე ესაუბრნენ.

ბესიკ ლიპარტელიანი:" საინტერესო ინიციატივა წამოვიდა აფხაზეთის ხმის ხელმძღვანელობისგან, რომელსაც მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. აფხაზეთის ხმა პირდაპირ ეთერში გადასცემს სუპერლიგის ყველა თამაშს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაჩვენები ცენტრალური შეხვედრისა, რაც კალათბურთის პოპულარობას ხელს შეუწყობს და ამ სახეობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის".

ლადო ვარძელაშვილი
:" მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართული სპორტის განვითარების და პოპულარიზაციისთვის. ცენტრალურ თამაშებს კვლავ პირველი არხი გადასცემს, დანარჩენ მატჩებს კი, რომელიც არანაკლებ საინტერეო და დაძაბულია გულშემატკივარი აფხაზეთის ხმის ეთერით იხილავს. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ხმა თითქმის მთელ საქართველოს ფარავს, ასე რომ სუპერლიგის მატჩების ნახვა ყველას შეეძლება. ეს პროექტი უფრო პოპულარულს გახდის კალათბურთს, რაც ცხადია კარგია. ასევე მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ 8 ნომებერს სპორტის სასახლეში მივიდნენ და მხარი დაუჭირონ "არმიას" ევროჩელენჯის თამაშზე".

ირაკლი დათეშიძე
:" სუპერლიგის მატჩების გარდა ვაპირებთ სხვა სპორტის სახეობების შეჯიბრებების გადაცემას. ყველაფერს გავაკეთებთ ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის და სხვებსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტული ფედერაციების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ".

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული