შსს მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
გუშინ, შსს-ს სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ გუნდში მომხდარი მოულოდნელი ცვლილების შესახებ შეგვატყობინა:
- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გუნდში აღარ დარჩებიან მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი და კაპიტანი ბექა წივწივაძე.

სეზონის არადამაჯერებელი სტარტის გამო მწვრთნელმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო და წასვლა გადაწყვიტა. იგი ძლიერი სპეციალისტია და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებთ. ასევე დიდი შრომა გასწია ბექა წივწივაძემ, რომელიც გუნდის გამორჩეული კალათბურთელი იყო. შიდა თუ საერთაშორისო არენაზე მისი წარმატება ნამდვილად გაგვეხარდება.

ბექამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდის დატოვება ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა:
- შსს-ში დიდი
ნდობა გამომიცხადეს, ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე გუნდიდან წამოსვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

საყურადღებოა, რომ ბექას მეორე წრემდე საქართველოს ჩემპიონატის სხვა გუნდში თამაშის უფლება არ ექნება, ასე რომ იანვრამდე მოცდა მოუწევს.

ავტომატურად გაჩნდა კითხვა: მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით უსტიაშვილს ვინ შეცვლის? ლევან მიქაბერიძეს მოვუსმინოთ:
- ვფიქრობთ უცხოელი მწვრთნელის მოწვევას, თუმცა ეს პროცესი სწრაფად ვერ მოგვარდება. იანვრამდე შსს-ს გაუძღვება არჩილ ჟღენტი, რომელიც დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

კიდევ ერთი კითხვა: რამ განაპირობა ოთხი ტურის შემდეგ ასეთი რადიკალური ცვლილებები? როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელისგან მეტს ითხოვდა, შსს-ს კი ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს. რადგან ნახსენები იყო უცხოელი მწვრთნელი, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძლიერი სპეციალისტი საქართველოში მოკრძალებული მიზნებისთვის არ ჩამოვა, გამოდის, შსს კიდევ აპირებს გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტულ დირექტორს გადაეცით: წადი შე ნაძირალათქო!
მაგარი ბიჭია, ადამიანის ფასი არ იცის!
სამწუხაროდ, დღეს ბევრი არიან ასეთები
shoda
21:48 09-11-2011
0

სიახლეები პოპულარული