კალათბურთის ფედერაციასა და "08"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "საინფორმაციო ცენტრს 08"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

პრესკონფერენციას კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე და "საინფორმაციო ცენტრი 08"-ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე ესწრებოდნენ.

ამიერიდან, "08"-ის ყოველი აბონენტი ინფორმირებული იქნება სუპერლიგის მიმდინარე მატჩების შესახებ, ხოლო კალათბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ "08"-ის მეშვეობით ბილეთები წინასაწარ დაჯავშნონ.

გარდა ამისა, სუპერლიგის ხელმძღვანელობამ ასევე უცხოელი მსაჯების თემაზე ისაუბრა.

ბესიკ ლიპარტელიანი:"დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის.
მოგეხსენებათ, რომ სუპერლიგის დღის წესრიგში დადგა უცხოელი მსაჯების მოწვევის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უკრაინის, ლიტვისა და თურქეთის ფედერაციებთან, თუმცა იმის გამო რომ რეგლამენტით საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ეკრძალება სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მსაჯობა "ფიბასთან" შეთანხმების გარეშე, მოლაპარაკებას თან ახლავს კონკრეტული პროცედურების გავლა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება".

გიორგი ქოჩლაძე: "საინფორმაციო ცენტრი 08" კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა, ჩვენს აბონენტებს შეეძლებათ "08"-ის მეშვეობით წინასაწრ დაჯავშნონ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები. ჯერჯერობით ეს შეთანხმება მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხება და არა სუპერლიგის მატჩებს, თუმცაღა ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება".

გიორგი ზაბახიძე: "08"-ში დარეკვის დროს ყოველი აბონენტი მოისმენს სუპერლიგის მატჩების შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას და ამასთან ინფორმირებული იქნება სუპერლიგის და კალათბურთის ფედერაციის ყველა სიახლის შესახებ.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული