სამწვრთნელო ოპერაცია "სამედიცინოში"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში 11 გუნდია, ამიტომ ყოველ ტურში ერთი უქმობს. "სამედიცინოს" დასვენება პირველი წრის ბოლო ტურში მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ "მედიკოსებისთვის" წრე გასულ შაბათს დასრულდა.

ცვლილებებმაც არ დააყოვნა: მთავარი მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი კახა შენგელიამ შეცვალა.

* * *
გავესაუბრეთ როგორც ერთ, ასევე მეორე მწვრთნელს. ჯერ ნუგზარ კანდელაკს მოვუსმინოთ:
- ერთს ვიტყვი - პირველი მწვრთნელი არ ვარ, რომელიც შეიცვალა. ასეთია ჩვენი სამსახური, მწვრთნელი ყოველთვის ჩანთებზე ზის.

- რამ განაპირობა შუა სეზონში ცვლილება?
- შედეგმა. არ გამოვიდა, ის რის გაკეთებასაც ვცდილობდით. ამას
თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რომლებზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. არ მინდა თავის მართლება გამომივიდეს.

- ახლა რას აპირებთ?
- როგორც მოთამაშეები იტყვიან, ჯერჯერობით თავისუფალი აგენტი ვარ. "სამედიცინოში" მთავარ მწვრთნელად კახა შენგელია დაინიშნა.

იგი ჩემი მეგობარია და მინდა წარმატებები ვუსურვო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, საკალათბურთო სამყაროსა და მთელს საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ.

* * *
როგორც უკვე გითხარით, "სამედიცინოს" კახა შენგელია გაუძღვება. იგი ჭაბუკების მწვრთნელად მუშაობს, თუმცა უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - ორიოდე წლის წინათ შსს-ს ხელმძღვანელობდა.
- გუნდს ვემსახურები, რითაც შემიძლია. ბრძოლისუნარიანი კოლექტივია შეკრებილი და ვეცდებით, მეორე წრეშიც არავის არაფერი დავუთმოთ. რაც მთავარია, კალათბურთელები ძალიან მონდომებულები არიან.

- შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
- ბექა ბექაურის სანაცვლოდ აკაკი დვალიშვილის დამატებას ვაპირებთ. სხვა კალათბურთელების შესამატებლად კი განაცხადში ადგილი აღარ გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული