პირველად გამოკითხვის ისტორიაში კანდიდატთა ათეულში ქართველი კალათბურთელი შევიდა - თორნიკე შენგელია, რომელიც ევროპის 2011 წლის ტოპ-10 ახალგაზრდას შორის მოხვდა.
გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად ხმა მიეცათ რჩეული მოთამაშისთვის. ამის პარალელურად, ფიბა-ევროპის ჟურნალისტებმა გამოკითხეს საკალათბურთო სპეციალისტები, რომელთა ხმები ფანებისას შეაჯამეს და გამოავლინეს 2011 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა.
* * *
ვიდრე
ექსპერტების გამოკითხვაში კი ყველას ლიტველმა ვალანჩუნასმა აჯობა - 569 ქულა. მეორე იყო მიროტიჩი, მესამე - თურქი ენეს კანტერი.
როგორც ირკვევა, სპეციალისტების ხმებს ფანებთან შედარებით გაცილებით დიდი წონა აქვს. ამიტომ ორი მაჩვენებლის შეჯამების შედეგად შენგელია მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
* * *
უახლოეს ნომერში თორნიკეს შესახებ უფრო ვრცლად მოგითხრობთ, აქ კი მოკლედ გეტყვით მის მონაგარზე. 2011 წლის ივლისში შენგელიას დახმარებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. იგი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, საშუალოდ 29.9 ქულას, 12 მოხსნასა და 2.6 პასს აგროვებდა.
აგვისტოში თორნიკე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩაერთო ევროპის ჩემპიონატში და არც იქ შეურცხვენია თავი - ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ შეჯიბრების აღმოჩენათა შორის დაასახელა. ევრობასკეტზე შენგელიას საშუალო მონაგარი 8.8 ქულა და 4.6 მოხსნა იყო.
სანაკრებო ბატალიების შემდეგ იგი ბელგიურ "შარლერუას"' შეუერთდა და გუნდთან ერთად ჯგუფური ტურნირის საგზური მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველმა "რეალთან", "მაქაბისთანა" და მათ მსგავს გუნდებთანაც დაამტკიცა, რომ მაღალი დონის კალათბურთის თამაში შეუძლია. იგი ყოველ მატჩს სასტარტო ხუთეულში იწყებდა, საშუალოდ 20.4 წუთში 8.3 ქულასა და 4.3 მოხსნას ითვლიდა.
დეკემბერში მიღებული ტერფის ტრავმას შენგელია დღესაც მკურნალობს.
საინტერესოა, რომ 2011 წელს თორნიკე იონას ვალანჩუნასს (საერთო შედეგით ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი) მოედანზეც შეხვდა. ლიტვის ნაკრებმა საქართველო ამხანაგურ მატჩში 88:80 დაამარცხა. იონასმა 2 ქულა ჩააგდო, თორნიკემ - 15.
თუმცა, რადგან სპეციალისტების ხმების უმეტესობა ვალანჩუნასმა მოაგროვა, ე.ი. ეკუთვნოდა კიდეც. მან ლიტველ 19-წლამდელებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა (23 ქულა, 13.9 მოხსნა).
2011. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა
მოთამაშე/ფანები/ექსპერტები/ ჯამი
იონას ვალანჩუნასი 13491/ 569/ 0.263
ნიკოლა მიროტიჩი 11693/ 478/ 0.222
ენეს კანტერი 6693/ 183/ 0.087
დარიო სარიჩი 5891/ 114/ 0.056
ალესანდრო ჯენტილე 9404/ 84/ 0.46
თორნიკე შენგელია 26322/ 42/ 0.045
ალექსანდრ ცვეტკოვიჩი 6134/ 66/ 0.035
პრჟემისლავ კარნოვსკი 7102/ 26/ 0.019
დიმიტრი კულაგინი 3966/ 24/ 0.015
ალეხანდრო აბრინესი 8683/ 9/ 0.013
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"