სატრანსფერო სიახლე: შსს-მ ალენ ტრეპალოვაჩი გაიფორმა

AutoSharing Option
სუპერლიგას კიდევ ერთი გამოცდილი ცენტრი შეემატა - 215 სმ სიმაღლის ალენ ტრეპალოვაჩი. ვინ დაიმატა ხორვატი მეფარე იოლად გამოიცნობთ, რადგან ზამთრის სატრანსფერო სეზონისას ყველაზე მეტად "შსს-აკადემია" აქტიურობდა, მწვრთნელთან ერთად ორი უკანახაზელი ჩამოიყვანა და გუნდის უფროსობა დაგვპირდა - მალე ცენტრთანაც გავაფორმებთ კონტრაქტსო.

- ალენ ტრეპალოვაჩი უკვე თბილისშია და გუნდთანაც ივარჯიშა. კონტრაქტის მიხედვით ჩვენთან სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გამოცდილი კალათბურთელია და დიდ დახმარებას გაგვიწევს, - გვითხრა "შსს-აკადემიას" სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ და დასძინა - ხორვატი ცენტრი ჩემპიონატში 41 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო დებიუტი შაბათს
"ოლიმპის" წინააღმდეგ ექნებაო.

ალენმა კალათბურთის თამაში ბოსნიაში დაიწყო, თუმცა ქვეყნის დატოვებამ ადრეულ ასაკში მოუწია და კარიერა ხორვატიაში გააგრძელა. იგი ხორვატების 16-წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობდა და 20-წლამდელებშიც. პატარაობაში პერსპექტიულ ცენტრად მიიჩნეოდა და ამერიკელი სკაუტების ყურადღებასაც იპყრობდა...

როგორც ჩანს, ტრეპალოვაჩს ძალიან უყვარს მოგზაურობა: 2001 წლის შემდეგ ექვსი ქვეყანა აქვს მოვლილი, კლუბებს ყოველწლიურად იცვლის. ბოლოს, 2010-11 წლების სეზონში ავსტრიის "ვენაში" საშუალოდ 14 ქულასა და 7.8 მოხსნას აგროვებდა.

ალენ ტრეპალოვაჩი
ხორვატია/ბოსნია
დაიბადა: 14.01.1985
სიმაღლე: 215 სმ
წონა: 124 კგ
ამპლუა: ცენტრი

კარიერა
2001-02 ზაბოკი (ხორვატია)
2002-03 კარლოვაჩი (ხორვატია)
2003-04 ციბონა (ხორვატია)
2004-05 დუბრავა (ხორვატია)
2005-06 ციბონა (ხორვატია)
2006-07 გრაველინი (საფრანგეთი)
2007-08 აეკ (კვიპროსი)
2008-09 ეთა (კვიპროსი)
2009 პეია (კოსოვო)
2009-10 აეკ (კვიპროსი)
2010-11 ვენა (ავსტრია)
2012 შსს-აკადემია (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული