დაუბრუნდება ვლადიმერ ბოისა საქართველოს ჩემპიონატს?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატს დიდი ხნის შესვენების შემდეგ გიორგი ცინცაძე დაუბრუნდა. შესაძლოა, "ოლიმპში" მისი თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი წევრი ვლადიმერ ბოისაც გახდეს, რომელსაც სლოვენიის "ოლიმპიასთან" ერთად ევროლიგაზე არაერთი კარგი მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც თბილისის "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა, ბოისას დამატება ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ჩნდება კითხვა: ჩემპიონატის დებულების მიხედვით, ქართულ გუნდს თუ აქვს მარტის შემდეგ ვინმეს დამატების უფლება? როგორც ირკვევა, ნებისმიერ კლუბს აპრილის ბოლომდე შეუძლია ქართველი კალათბურთელის შემატება, ოღონდ მას მიმდინარე სუპერლიგაში არ უნდა ჰქონდეს ნათამაშები.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული