"სოხუმისა" და რიმვიდას სამულენასის გზები გაიყარა

AutoSharing Option
3 აპრილს "სოხუმის" პრესსამსახურიდან საინტერესო, მაგრამ გულდასაწყვეტი ინფორმაცია მივიღეთ - გუნდს ლიტველი სპეციალისტი რიმვიდას სამულენასი აღარ გაწვრთნის.

იგი კარგი პიროვნება და მწვრთნელი იყო, თუმცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.

დანარჩენს პრესრელიზიდან შეიტყობთ.

"საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელა. რიმვიდას სამულენასს, რომელსაც 2011 წლის ნოემბრიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა, მიმდინარე წლის 31 მარტს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მუშაობის ვადა ამოეწურა.

კლუბის პრეზიდენტმა მინდია გულუამ და მთავარმა მწვრთნელმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 20
12 წლის 1 აპრილიდან ბატონი სამულენასი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობას აღარ გააგრძელებს. ლიტველ სპეციალისტსა და "სოხუმის" ხელმძღვანელობას ერთმანეთისადმი პრეტენზიები არ გააჩნიათ.

2 აპრილიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ვაჟა კვარაცხელია შეასრულებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი თავკაცი იყო".

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია:

"არ არის გამორიცხული, მომავალში გუნდის მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი დაინიშნოს, ხოლო ვაჟა კვარაცხელია კვლავ ასისტენტის პოსტზე გადავიდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული