"სოხუმის" ამერიკელი ლეგიონერი მიზნად სუპერლიგის მოგებას ისახავს

AutoSharing Option
რაიანი ბრიტანეთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და კუნძულელები დიდ ყურადღებას უთმობენ. "სოხუმის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა თარგმანი საიტ Hoopsfix.com-ზე დაბეჭდილი სტატიისა, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

"212 სმ სიმაღლის ფორვარდმა რაიან რიჩარდსმა თებერვალში შვეიცარიული "ლუგანოს ვეფხვები" დატოვა და ბოლო ორი თვე გაატარა დიდ ბრიტანეთში, კენტსა და ლიდსში ახალი შეთავაზებების მოლოდინში.

რიჩარდსი ოთხშაბათს ჩაფრინდა საქართველოში, სადაც კონტრაქტი "სოხუმთან" გააფორმა. მან თბილისიდან განაცხადა:

- გუნდთან ერთად უკვე ვივარჯიშე და ეს არის დიდებული ბიჭებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი
ახალ გამოცდილებას ახალ გუნდში.

დრაფტზე "სან ანტონიო სპურსის" მიერ არჩეულმა კალათბურთელმა მოკლედ განმარტა შვეიცარიის დატოვების მიზეზი:

- ლუგანო არ იყო საუკეთესო ადგილი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცალი თვალი ოლიმპიადისკენ უჭირავს და ქართული პლეი ოფები ზაფხულისთვის მოსამზადებლად დაეხმარება. სადღეისოდ კი მისი მთავარი მიზანია ქართული სუპერლიგის მოგება.

"სოხუმმა" რეგულარული სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. 11 მოგების წილ 9 წაგება აქვს. პლეი-ოფს 3 მაისს გახსნის - "შსს-აკადემიას" დაუპირისპირდება.

ბოლოს შეგახსენებთ, რიჩარდსი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ნაკრების კანდიდატი იყო, თუმცა ევრობასკეტზე გასამგზავრებელ 12 კაცში ვერ მოხვდა. "ლუგანოში" მისი საშუალო მაჩვენებელი იყო: 11.2 ქულა, 6.7 მოხსნა და და 0.7 პასი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული