ვლადიმერ ბოისამ ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა ვლადიმერ ბოისამ მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა და თავის კლუბ "არმიას" მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება.

ბოისამ ტრავმა ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე, 27 ნოემბერს ჰოლონის "ჰაპოელთან" თბილისში გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ გუნდის ყველა თამაში გამოტოვა.

"არმიას" ბოისას გარეშე სამი მატჩის გამართვა მოუწევს დეკემბერში. შემდეგ სუპერლიგაში საახალწლო შესვენება ცხადდება და 31 წლის ვეტერანი თავის გუნდს, სავარაუდოდ, თასის გათამაშებისას შეუერთდება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული