სპორტის სამინისტრო: სამწუხაროა, რომ ჩვენი რეკომენდაცია არაადეკვატურად აღიქვეს

AutoSharing Option
6 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამოაქვეყნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ფედერაციაში გაგზავნილი წერილი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურებმა ფედერაციის საქმიანობაში ჩარევად შეაფასეს (იხილეთ ვრცლად).

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქართულ საკალათბურთო სამყაროში არსებული დაძაბულობის განმუხტვას. ვინაიდან შექმნილი დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აღნიშნული ფედერაციის წესდება დასახელდა, სამინისტრომ წერილით მიმართა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც აქტიურად იმუშავებდა წესდების დახვეწაზე.

სამუშაო ჯგუფის მიუკერძოებლობის გარანტად სამინისტრომ ეროვნულ ფედერაციას კალათბურთის საერთაშორისო
ფედერაციიდან ექსპერტის მოწვევა და სამუშაო ჯგუფში ქართული საკალათბურთო სამყაროდან ავტორიტეტული პირების ჩართვა შესთავაზა.

სამინისტროს ფუნქციებიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე, ეს შეთავაზება შეუძლებელია შეფასდეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ჩარევად.

სამინისტროს მთავარი მოვალეობა სპორტის სახეობების, მათ შორის, კალათბურთის განვითარების მხარდაჭერაა, რისი ნათელი დადასტურებაც სამინისტროს მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტი და ღონისძიებაა.

სამწუხაროა, რომ სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც პრობლემის მოგვარებისკენ იყო მიმართული, ადეკვატურად არ იქნა აღქმული.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი
მკითხველის კომენტარები / 2 /
*** LEVAN KIPIANI მოაშორეთ
dedu
10:51 07-11-2013
0
აბა რას წარმოადგენს წინა წერილი, რომელიც მინისტრის მიერ არის გაგზავნილი, თანაც თუ წესდება კანონის დაცვით არ არის შედგენილი და ეწინააღმდეგება რიგ ნორმებს (საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიცემულს)რატომ არ არის შესაბამისი რეაგირება, გაგვარკვიეთ თუ შეიძლება......
david
12:27 07-11-2013
0

სიახლეები პოპულარული