ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი 20 დეკემბერს დაიწყება

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის 2013 წელი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალით დასრულდება. აღნიშნული ტურნირი სუპერლიგის პირველის წრის დასრულების შემდეგ, 20 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბრამდე გასტანს.

მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: "არმია", "ოლიმპი", "რუსთავი", "სოხუმი", "დინამო" და "შსს აკადემია".

ვინაიდან ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 3-მა გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა - "მაქაბიმ", "ქუთაისმა", "ბათუმმა".

მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მე-3-მე-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე
ადგილზე გასული გუნდები - მე-5-მე-6 ადგილებისთვის.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.

საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წელი კი 17 იანვარს, საქართველოს თასის გათამაშებით დაიწყება.
Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული