მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: "არმია", "ოლიმპი", "რუსთავი", "სოხუმი", "დინამო" და "შსს აკადემია".
ვინაიდან ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 3-მა გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა - "მაქაბიმ", "ქუთაისმა", "ბათუმმა".
მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მე-3-მე-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წელი კი 17 იანვარს, საქართველოს თასის გათამაშებით დაიწყება.
წყარო: superleague.ge