საქართველოს ორგზის ჩემპიონი "არმია" შეკრებას ლატვიაში გადის. ქალაქ ვალმეირაში ქართველებმა უკვე ორი შეხვედრა ჩაატარეს: ჯერ ყაზახეთის ჩემპიონ "აქტაუს" 64:55 აჯობეს, შემდეგ ლატვიის მეორე ლიგის წარმომადგენელ ვია-სთან 6 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 82:76.
ლატვიურ გუნდთან გამოირჩნენ ანატოლი ბოისა, ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე - შესაბამისად 14, 13 და 12 ქულა.
არმიელები საქართველოში 18 იანვარს დაბრუნდებიან. მანამდე კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"