საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული პროგრამა გასულ ივნისს დაიწყო და თბილისში მისი პირველი ეტაპი ჩატარდა.
აქტივობა დიდი იყო, რის გამოც დედაქალაქში პირველი ეტაპის მეორე ნაწილის ჩატარებაც იგეგმება. მანამდე კი პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებმაც გაიარეს.
1-ელ დეკემბერს ქუთაისში გამართულ
გამოცდები ჩატარდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში. ანალოგიური გამოცდები გაიმართა 2 დეკემბერს ბათუმშიც, სადაც აჭარის რეგიონის 17-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი.
გამოცდების საბოლოო შედეგები თეორიული საგამოცდო ბილეთების შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მწვრთნელები, რომლებმაც მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მინი-კალათბურთში და 14-წლამდელებში მწვრთნელად მუშაობის ლიცენზიას მიიღებენ.
წყარო: superleague.ge