იანის ანტეტეკუნმპო საქართველოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფოტის კაცაკარისი აქტიურად მუშაობს საევრობასკეტოდ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაზე. იგი გუნდში დაბრუნებაზე უკვე ესაუბრა ვასილის სპანულისსა და კოსტას კუფოსს, გასულ კვირაში კი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელ იანის ანტეტეკუნმპოს შეხვდა.

გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იანისიც მოირგებს ბერძნების ნაკრების მაისურს.

- ლონდონში ველაპარაკე ჩვენი ნაკრების თავკაც ფოტის კაცაკარისს, რომელმაც ჯანმრთელობა მისურვა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ თამაშის დასახვეწად ბევრ ასპექტზე მაქვს სამუშაო, - უთხრა "ფიბაევროპის" საიტის ჟურნალისტს ანტეტეკუნმპომ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ბერძენი მილუოკელი საკუთარი გუნდის
საევრობასკეტო შანსებზე:

- ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ვითამაშებ, თუმცა მხოლოდ თამაში ბევრს არაფერს მოგვცემს - უნდა გავიდეთ და მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლოთ. ძლიერი მეტოქეები გვყავს და ყოველ შეხვედრას დიდი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, არ უნდა გავიმეოროთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სერბეთთან დაშვებული შეცდომები.

საბერძნეთის ნაკრები ის გუნდია, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობით რომ არ დაკმაყოფილდება - საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

* * *
ჩვენი მხრივ, შეგახსენებთ, რომ ანტეტეკუნმპოსა და ფაჩულიას ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს 8 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპანულისი, ახლა ესეც. ჩემპიონობას აპირებენ
maxo
00:07 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული