JR.NBA - GBF: რუსთავმა ესტაფეტა ბათუმს და გორს გადასცა

AutoSharing Option
JR.NBA - GBF ლიგა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ეს დღეები გარდამავალი გამოდგა ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონებისთვის. ეს უკანასკნელი ბათუმში ტარდება და სტარტი 5 ივნისს აიღო.

სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში მონაწილეობას იღებენ "დალას მავერიქსი" (ბათუმი), "სან ანტონიო სპურსი" (აკადემია 2), "ჰიუსტონ როკეტსი" (საჩხერე), "მემფის გრიზლისი" (ოზურგეთი) და "ნიუ ორლეანი" (ფოთი).

ზემოთ ჩამოთვლილმა გუნდებმა ტურნირში ასპარეზობა 5 ივნისს დაიწყეს, ხოლო ცენტრალური დივიზიონის გუნდებმა პირველი წრე უკვე დაასრულეს. რუსთავში ჩატარებული დივიზიონის ფავორიტი მასპინძელთა გუნდი (კლივლენდი) გამოდგა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო. 2-2 შეხვედრა მოიგეს (და ამდენივე
წააგეს) "მილუოკი ბაქსმა" (სოხუმი) და "ჩიკაგო ბულსმა" (იბერი), ხოლო თითო გამარჯვება "დეტროიტ პისტონსა" (დინამო) და "ინდიანა პეიზერსს" (ოვერტაიმი) დარჩათ.

ბათუმის პარალელურად, სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს თელავში, ხოლო გორში სტარტი აიღო ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგნიზებული, რომლებსაც პარტნიორობას და მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების ბიურო და საქართველოში აშშ-ს საელჩო უწევენ.

წყარო: superleague.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული