ეს ის მოზარდები არიან, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა 23-28 მაისს თბილისში ჩატარებულ კემპზე შეარჩიეს.
კომპანია "სასკი ბასკონია" ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "ლაბორალ კუჩას" მფლობელია და შესაბამისად, თბილისის კემპიც ამ გუნდის მწვრთნელებმა და წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მთლიანობაში, 2001-04 წლებში დაბადებული 60-მდე პერსპექტიული მოზარდი გამოიცადა, რომელთაგან ესპანელებმა 16 მათგანი შეარჩიეს და ესპანეთში მიიწვიეს, სადაც ქალაქი ვიტორია "ლაბორალ კუჩას" საერთაშორისო საზაფხულო კემპს უმასპინძლებს.
4-16 ივლისს
კალათბურთის ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" ერთობლივი ორგანიზებით წარმოდგენილი 16 მოთამაშისთვის შესაბამისი საბუთების შეგროვება განხორციელდა, რის შემდეგაც პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდები ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის მქონე კლუბში გაემგზავრნენ. ვიტორიაში ჩავლენ ჟურნალისტები საქართველოდან, რომლებიც კემპისა და ზოგადად, ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ამბებს ქართველ გულშემატკივრებს ოპერატიულად მიაწვდიან.
წარმოგიდგენთ მოთამაშეებს, რომლებიც ვიტორიაში გაემგზავრნენ:
წყარო: superleague.ge
ამით დაიწყეს ამ ყოვლად გაუმართლებელი, არამიზნობრივი პროექტის გაპრავება, რაშიც მილიონები იხარჯება..
მილიონების გაფლანგვის გამო პასუხი უნდა აგებინონ ფეშერაციის შეფებს!
ფულის კეთების უმადობას ნამდვილად არ უჩივის გაბრიჩიძე და ქართველიშვილი