საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და "სასკი ბასკონია" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კახა შენგელიას და ლევან ბულაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე და ქართულ ინტერნეტგამოცემებსა და გაზეთ "ახალ თაობაში" გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სასკი ბასკონიას" კემპის 17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა წერილი, სადაც "სასკი ბასკონია" თვეში 600 ევროს სანაცვლოდ მათ ესპანეთში ცხოვრებას, კვებას და კლუბში ვარჯიშს სთავაზობს.

თუმცა მის გამომგზავნს არაფერი არ აკავშირებს არც კლუბ "ლაბორალ კუჩასთან" და არც მის მფლობელ კომპანია "სასკი ბასკონიასთან". წერილი გამოგზავნილია ვინმე კრისტინა გარსიას მიერ, რომელსაც
ამის გაკეთების არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რადგან "სასკი ბასკონიას" ასეთი პირობები ქართველებისთვის არ წაუყენებია. პირიქით - ბასკებმა 17-დან 6 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებთანაც კონტრაქტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მაშ, რატომ მიიღეს ქართველმა კალათბურთელებმა კრისტინა გარსიასგან წერილი?! ეს ისეთივე გამოგონილი ამბავია, როგორებიც ბოლო დროს სისტემატურად ვრცელდება იმ ჯგუფისგან, რომელსაც სურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დისკრედიტაცია. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის, ანუ დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მიზანია კალათბურთის ფედერაციასა და წარმატებულ ესპანურ (ბასკურ) კომპანიას შორის გაფორმებული, ქართული კალათბურთის მომავალზე გათვლილი ხელშეკრულების ჩაშლა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

იმავდროულად, წარმოგიდგენთ "სასკი ბასკონიას" მიერ გამოგზავნილ წერილს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით:

"ბატონებო, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქართულ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია,  ვითომდა "სასკი ბასკონიას" მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპზე დამსწრე 17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, სადაც "სასკი ბასკონია" თვეში 600 ევროს სანაცვლოდ მათ ესპანეთში ცხოვრებასა და ვარჯიშს სთავაზობს.

გვინდა გაცნობოთ, რომ "სასკი ბასკონიას" აღნიშნული შინაარსიის წერილი არავისთვის არ მიუწერია, უფრო მეტიც, ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს, ვინაიდან ჩვენი კლუბის თანამშრომელთა შორის წერილის ავტორი კრიასტინა გარსია არ ირიცხება და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი კლუბის შესახებ გადამოწმებულ იქნება ან ჩვენთან და ან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში, რითაც თავიდან ავიცილებთ დაუზუსტებელი, შეგნებულად არასწორი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას.

პატივისცემით, ხესუს ვასკესი", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენგელია აწადე მომავალ ტაობასგანვიტარება
შოთა გუგეშაშვილი
13:01 30-07-2016
0
რა უნდა ბულაშვილის მამას ვერ ვხვდები,მისი შვილი არ აურჩევიათ კემპზე,გადაიხადა თანხა და ითხოვს უკან დაბრუნებას?,თუ ფედერაცია ფულს ტეხავს ის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და არა მას,სირცხვილია ამ კაცის საუბარი და კახას რად უნდა ეს ადამიანი არ ვიცი,თუ ფედერაცია აშავებს კალათბურთელები დაიკენოს გვერდით და ბოლომდე მასთან დავდგებით,თორე ეს კაცი ავტორიტეტი არასდროს კოფილა
ioane
13:18 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული