თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციაში 3 თვის წინ მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მოგესალმებით. შეგნებულად გაკეთებული დიდ-ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით. მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს
1%ით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდის მიზნის მისაღწევად!

კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი, იმას რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე, რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
მაგრად შეგეშალა, თოკო. სრულიად მართალიც რომ იყო, ასეთ საქმეებში სახალხოდ არ უნდა ჩარეულიყავი. ნაბისმიერ შემთხვევაში არსებობს მეორე მხარე, რომელიც აუცილებლად გაგამტყუნებს და ასეც მოხდა.
zurab
23 სექტემბერი 2016 09:44
0
წადი, შვილო,ბურთი ითამაშე.....გამომივიდა ესეც ჯორდანი..
dima
23 სექტემბერი 2016 09:35
0
თორნიკე. მიხედე შენს საქმეს რა! მამაშენი დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევა საკალათბურთო სამყაროში და მის ინტერესებს ნუ გადააყოლებ ნაკრების მომავალს. ნუ ცდილობთ მეტნაკლებად დალაგებული ვითარების აყირავებას!
pizunda
23 სექტემბერი 2016 07:48
0
ერტი რამე ვიცი მე ესპანეტში ნავარჯისევი ბოვსი რომ ჯობია საქარტველოსი ნავაეჯისევს ორი აზრი არ არის
შოთა გუგეშაშვილი
23 სექტემბერი 2016 07:13
0
კახას არ ვიცნობ და ვერც კარგს ვიტყვი, ვერც ცუდს.
სკანდალზე ვიცი რომ არამიზნობრივად გაიხარჯა მილიონები კორუფციის ელემენტებით. თუ მაგ ამბავს გამოიძიებენ, მიიღებენ სისხლის სამართლის დანაშაულს.
თოკო შენ კაი კაცი ხარ და წარმატებები!
Vova
23 სექტემბერი 2016 02:46
0
Raxan tokom es tema axsena da ver moitmina, eseigi martla unamusobastan Gvak sakme xalxsac gvainteresebs simartle.toko iseti kacia ro ukadrebels ar ikadrebda.
Kaxaberi
23 სექტემბერი 2016 02:02
0
ენას კბილი უნდა დააჭიროთ როცა არ იცით რა ხდება და როგორ. კახას ან თორნიკეს კაცობის ნახევარიც რომ გქონდეთ აქ ბევრს წინ ვიქნებოდით ძალიან. მეტი რაღა საბუთი გინდათ, კაცმა ხელშეკრულება გამოიტანა ტელევიზიით, სადაც ყველაფერი ეწერა მაგრამ ალბათ თქვენი სქელი თავისქალიდან ტვინამდე ვერ აღწევს ინფორმაცია.ბეჭდეთ ეხლა კლავიატურას ამოფარებულებმა.
Nikala
23 სექტემბერი 2016 01:33
0
თორნიკე,კარგი სპორცმენი ხარ...კარგი კალეთბურთელი...შენი საქმე აკეთე,რაც ძალიან კარგად გამოგდის...ბატონი კახაც და ის სხვებიც მიხედავენ თავისას...ასე აჯობებს.
FEOLA
23 სექტემბერი 2016 00:33
0
ახალი გასართობია?! შეირგეთ რა, რა წაგვიღეთ ტვინი ამ თქვენი გარჩევებით. ვა, არ მოისვენებენ რა. მსახიობებიო, სპორტსმენებიო, ესაო-ისაო. თქვენი საქმე აკეთეთ რა. უფრო დაგაფასებენ. ისე იზამენ, სააკაშვილს მოანატრებენ ხალხს.
koki
22 სექტემბერი 2016 23:28
0
იქნებ თორნიკე შენგელიამ ისიც თქვას, ვინ რა იმოქმედა კახა შენგელიას მიმართ. მე პრესიდან და ტელევიზიიდან სრულიად საპირისპირო მესმის. კახა შენგელიასგან მოდის ვიღაცეების მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა. გაურკვეველია, რა უნდა თორნიკეს. გასაგებია, მამამისის მხარეს იჭერს, მაგრამ რატომ და რა უნდათ? თუ აქაც თანამდებობის დაკავებაზეა საუბარი, მაშინ ვამტყუნებ, რადგან მხოლოდ პირადი ინტერესი იკვეთება. კალათბურთში აშკარაა პროგრესი, სწორედ ამ ბოლო წლებში და ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, საეჭვოა, სპორტისთვის რაიმე კარგი უნდოდეს.
კოტე
22 სექტემბერი 2016 23:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული