ევრობასკეტი 2017: ფინეთმა პარტნიორად ისლანდია აირჩია

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017 4 ქვეყანაში ჩატარდება. ტურნირის კენჭისყრა 22 ნოემბერს თურქეთში გაიმართება, თუმცა მანამდე 4 იმ ქვეყნის ვინაობას შევიტყობთ, რომლებიც ევრობასკეტის მასპინძლების პარტნიორები იქნებიან.

პირველი ასეთი ქვეყანა ცნობილია: ისლანდია ფინეთში, ამ ქყვეყნის ჯგუფში ითამაშებს, რადგან ფინეთის კალათბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი წინამორბედის მსგავსად 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი. ჯგუფებიდან პლეი ოფში გასული 16 ნაკრები თავს თურქეთში მოიყრის, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

სწორედ ეს სისტემა იყო ევრობასკეტ
2015-ზე, როცა ხორვატიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლეს, ხოლო პლეი ოფში გასულებმა თავი საფრანგეთში მოიყარეს. საქართველომ მაშინ ხორვატიის ჯგუფი დაძლია და მერვედფინალური შეხვედრა საფრანგეთში, ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2017-ზე შესარჩევი ჯგუფის პირველი ადგილიდან გავიდა და მომავალ კენჭისყრაზე, სადაც ნაკრებები სიძლიერის მიხედვით იქნებიან განთესილნი, დიდი ალბათობით მე-4 კალათაში იქნება. მანამდე კი კიდევ 3 ქვეყანას - თურქეთს, ისრაელს და რუმინეთს ჰყავთ ასარჩევი ის ქვეყნები, რომლებსაც პარტნიორად აირჩევენ და საკუთარ ქვეჯგუფში კენჭისყრამდე მოათავსებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული