როგორც "ბარსელონა"-"მანჩესტერი"

AutoSharing Option
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი. 29 მაისი, თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-შსს 79:63
25:18, 23:14, 12:16, 19:15
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე

არმია წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ
ბაქრაძე 16:20 2 2 1 1 3 1 2
ბაბიაშვილი 09:05 3 0 0 1 0 0 2
ბოისა 18:22 4 1 4 0 0 0 6
მინაშვილი 12:54 3 1 2 1 3 0 9
ტუღუში 33:26 6 6 2 1 1 0 25
პირველაშვილი 19:22 6 0 1 1 0 0 9
მოსეშვილი 08:35 1 0 5 0 1 0 3
ათანელიშვილი 04:41 2 1 2 1 0 0 2
ათუაშვილი 12:03 2 0 0 1 1 0 0
საყვარელიძე 31:09 9 1 2 1 2 0 11
შარაბიძე 21:55 4 3 3 2 2 1 6
ბ. ბერიშვილი 12:08 1 1 3 0 1 0 4

შსს წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ
ლაფანაშვილი 32:43 12 1 2 3 2 0 11
ნიკოლაძე 17:49 3 1 2 1 2 0 11
ი. ბერიშვილი 29:51 3 0 3 3 1 0 6
ტუჯანი 29:16 8 1 1 3 0 2 12
დ. ბარბაქაძე 14:59 2 1 1 0 0 0 1
იმნაძე 33:21 7 3 2 4 0 0 12
დეკანოიძე 02:24 1 0 0 0 1 0 3
წივწივაძე 23:18 0 2 2 2 1 0 5
ტომარაძე 16:19 7 3 1 1 0 0 2

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი 2006 წლიდან თამაშდება. მას მერე საპატიო ჯილდო ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს დავით უსტიაშვილს: ერთხელ თსუ-ს მწვრთნელობისას, მეორედ და მესამედ "ენერჯის" თავკაცობისას. გუშინ ამ სპეციალისტს უნიკალური შედეგის დაფიქსირება შეეძლო: მესამე გუნდთან
ერთად ჰქონდა სუპერთასის მოგების შანსი, მაგრამ გამოცდილმა ლევან მოსეშვილმა ეს ჯილდო არ დაანება, თავად კი მეორედ დაეუფლა საქართველოს სუპერთასს...

"არმიამ" ისე დაამარცხა შსს, როგორც წინა დღეს "ბარსელონამ" "მანჩესტერი", - თქვა ნამატჩევს ერთმა ქომაგმა. ცხადია, ამ სიტყვებში ანგარიში არ იგულისხმება, რადგან კალათბურთისა და ფეხბურთის ანგარიში ერთმანეთს არასოდეს ემთხვევა. ლაპარაკია მატჩის სცენარზე და ძალთა თანაფარდობაზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ყველაფერი "არმიის" მიერ იყო გაწერილი: მეორე პერიოდიდან ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მას სურდა, რაშიც ქვემოთ წაკითხული დაგარწმუნებთ. მანამდე ორ ანგარიშს მოგახსენებთ: "ბარსელონა"-"მანჩესტერი" 3:1, "არმია"-შსს 79:63.

პირველი ტაიმი
სუპერთასის შეხვედრას გუნდები სხვადასხვა სიტუაციაში შეხვდნენ. შსს სუპერლიგის ოქროსთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და 7 მაისის შემდეგ მხოლოდ ვარჯიშებით იფარგლებოდა. შესაბამისად, დავით უსტიაშვილის გუნდს არც ძველებური ხალისი შერჩებოდა და ვერც ისეთ ფორმაში იქნებოდა, როგორშიც "არმია", რომელმაც 7 მაისის მერე 8 მატჩი ჩაატარა, 6 მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ეს პირდაპირპროპორციულად აისახა შეხვედრის შედეგზე.

პირველი მეოთხედი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა თავიდანვე არმიელები დაწინაურდნენ და 10 წუთში 25:18 იმარჯვეს. მეორე პერიოდის დასაწყისში ტანმაღალთა გააქტიურებას ბექა წივწივაძემ სამქულიანი შეაშველა და 6:0 გაქცევის შედეგად შსს-მ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 24:25, თუმცა, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა - მეორე ათწუთეულის ბოლოს "არმიის" ზონურმა დაცვამ ისეთივე სახე მიიღო, როგორიც თსუ-სთან ფინალურ მატჩებში - რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს არმიელებს ჯავშანი ეცვათ და ერთმანეთის მიყოლებით ისხლეტდნენ შსს-ს შეტევებს. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ: როცა მეკარე მტკიცედ დგას თავდაჯერება თავდამსხველებზეც გადადის... დაცვაში მოპოვებული თავდაჯერების წყალობით ლევან მოსეშვილის შეგირდებს შეტევაში თამაში გაუიოლდათ და 14:0 სპურტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 15-ქულიანი ფორა მოიპოვეს (45:30). როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

მეორე ტაიმი
თუ პირველ ნახევარში არმიელებმა უპირატესობას ძირითადად სამქულიანების წყალობით მიაღწიეს (მეტოქეზე ორჯერ მეტი სამიანი ჩააგდეს - 6:3), მეორე ტაიმში ამ კომპონენტში "არმიას" დიდი უპირატესობა აღარ ჰქონია. სამაგიეროდ კოტე ტუღუში და მისი თანაგუნდელები სამწამიანი ზონიდან მეტი სიზუსტით ათამაშდნენ და საბოლოოდ სოლიდური სხვაობაც დაფიქსირდა: "არმიამ" 22 ორქულიანი ჩააგდო, შსს-მ - 13. უფრო კონკრეტულად: სამწამიანი ზონიდან "არმიამ" 32 ქულა მოაგროვა, შსს-მ - 22. ქვეყნის ჩემპიონები მხოლოდ ფარქვეშ "დამდგარი" თამაშით როდი გამოირჩეოდნენ - სწრაფადაც უტევდნენ და შეტევის პირველივე ფაზაში დაგვირგვინების შედეგად 29 ქულა მოაგროვეს, მაშინ, როცა არანაკლებ სწრაფმა შსს-მ ამ გზით 11 ქულა ჩააგდო.

ასე და ამგვარად, საქართველოს ჩემპიონიც ღირსეული ჰყავს, თასის მფლობელიც და სუპერთასის გამარჯვებულიც - "არმია". ამ გუნდის გამოჩენამ სუპერლიგა ნამდვილად გაალამაზა. ამას ბავშვიც კი ხედავს:
- სახლში მოწყენაა, კალათბურთზე - არა! - უთხრა მშობლებს ჩემს ზურგსუკან სამარშრუტო ტაქსში მჯდომმა ბაღის ბავშვმა.

ნამატჩევს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა "არმიის" მწვრთნელი ლევან მოსეშვილი, რომელმაც შეგირდების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

- საქართველოს ჩემპიონატი რთული მარათონი გამოდგა. პირველობის მოგების შემდეგ ძნელი იყო სუპერთასზე გადაწყობა, თუმცა კალათბურთელებმა ეს შეძლეს, ბოლომდე იბრძოლეს და თასიც მოვიგეთ. რისთვისაც ბიჭების მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

ფედერაციამ სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელად კოტე ტუღუში დაასახელა. მას ჯილდო ლეგენდარულმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა. "არმიის" ფორვარდმა დავით საყვარელიძემ თქვა:

- სუპერლიგის მოგების მერე ძნელი იყო ამ თამაშისთვის განწყობა, თუმცა კონცენტრირება მოვახერხეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი წარმატების
ერთ-ერთი მიზეზი ისაც იყო, რომ მეტოქეზე უკეთეს ფორმაში ვართ - მაისში არაერთი მატჩი ჩავატარეთ, მაშინ, როცა შსს-ს მეოთხედფინალის მერე არ უთამაშია.

ბოლოს შსს-ს გამთამაშებელ ბექა წივწივაძეს მოვუსმინოთ:
- 2 ტრავმირებული დღესაც გვაკლდა - გიორგი მარკოიშვილი და ტროი კოტონი. მეც ორთვიანი შესვენების შემდეგ (ხელის ტრავმა) პირველი მატჩი ჩავატარე. "არმიამ" კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა ჩვენც ვიბრძოლეთ. რაც შეეხება ჩემს ტექნიკურ შენიშვნას, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მას არ ვიმსახურებდი.

50 წელი
სუპერთასის შესვენებისას ტელეკომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა დარბაზში სინათლის ჩაქრობა ითხოვა - განათებულ ტელეეკრანზე გვიჩვენეს, როგორ იგეგმებოდა და შენდებოდა სპორტის სასახლე. ამას მოჰყვა ქართული ცეკვა და ნინი ბადურაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა. ბოლოს ჭერიდან დაეშვა უამრავი ბურთი, რომლებზეც დიდი ასოებით ეწერა - 50. გუშინ, 29 მაისს სპორტის სასახლეს 50 წელი შეუსრულდა...

ზვიად მიქაძის სახელობის პრიზი გიორგი შარაბიძეს
გასულ წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ჩემპიონი სტუ-ს შემდგენლობაში ზვიად მიქაძე. მისმა მეგობრებმა დააწესეს პრიზი, რომელიც სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელისთვის იყო განკუთვნილი. ეს ჯილდო სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ "არმიის" ახალგაზრდა ცენტრ გიორგი შარაბიძეს გადაეცა, რომელმაც გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი 1990 წელსაა დაბადებული და 206 სმ სიმაღლისაა. მას სუპერლიგაში დებიუტი წლეულს ჰქონდა და უხვი მონაგარითაც გამოირჩა: 19 მატჩში საშუალოდ 25.6 წუთს თამაშობდა, 13.5 ქულას, 6.5 მოხსნასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა.

შარაბიძე საქართველოში 2011 წლის იანვარში დაბრუნდა, მანამდე ბელგიის ჩემპიონ შარლერუაში ვარჯიშობდა, თუმცა არ უთამაშია. მანამდე, ორი სეზონის განმავლობაში ესპანური "ვალენსიას" მეორე გუნდში თამაშობდა, ხოლო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ქართველ მეფარეს "ვალენსიელთა" მთავარ შემადგენლობაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული: 2010 წლის 5 იანვარს ევროთასზე "ჰემოფარმის" წინააღმდეგ 20 წუთში 2-2 ქულა-პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გიორგიმ პირველად კანარის კუნძულების "არონაში" ითამაშა. სწორედ კუნძულელთა რიგებში წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდა მისით "ვალენსია".

გიორგი შარაბიძე შარშან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო: 7 მატჩში საშუალოდ 31.7 წუთში 15.7 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებდა.


I სუპერთასი (2006)
თსუ/ნიკორა-თბილავიამშენი 89:82
16:19, 21:25, 25:15, 27:23
თსუ-ნიკორა: ბეჟანიშვილი (29ქ), ლეჟავა (21ქ), ირაკლი ბერიშვილი (19ქ), მუშკუდიანი (6ქ), კეშელავა (6ქ), დიდია (6ქ), ვეფხვაძე (2ქ), ფანჩულიძე, სანიკიძე, ტყეშელაშვილი, მარხვაშვილი, ი. მაისურაძე.
თბილავიამშენი: ტუღუში (25ქ), მინაშვილი (17ქ), ხოშტარია (16ქ), გ. მარკოიშვილი (13ქ), როდუმტა (8ქ), ბ. ბერიშვილი (2ქ), ნიკოლაძე (1ქ), მოსეშვილი, დ. ბერიშვილი, ორმოცაძე, ბ. ნოზაძე.

II სუპერთასი (2007)
აზოტი-თბილავიამშენი 80:67
17:19, 24:18, 19:10, 20:20
აზოტი: ტუღუში (13ქ, 8პ, 5მ, 2ჩ), უგრეხელიძე (13ქ, 5მ), გოგობერიშვილი (12ქ), ბეჟანიშვილი (11ქ, 4მ), დიდია (8ქ, 3პ), მარკოიშვილი (7ქ, 3მ), მალეშევიჩი (6ქ), ბოისა (4ქ, 3მ), ტუჯანი (4ქ, 5მ), ჭოჭუა (2ქ).
თბილავიამშენი: ბაბიაშვილი (19ქ, 10პ, 8მ, 2ჩ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 5მ, 3ჩ, 2პ), ნიკოლაძე (12ქ, 3მ), როდუმტა (9ქ, 10მ, 3პ, 3დ), ხოშტარია (4ქ, 4პ, 4მ), დ. ბერიშვილი (4ქ, 3პ), კეიდია (2ქ, 5მ).

III სუპერთასი (2008)
ენერჯი-თბილავიამშენი 93:88
23:12, 26:27, 22:27, 22:22
ინვესტი: სტეფანოვი (25ქ, 12მ, 2პ), გამყრელიძე (15ქ, 6პ), ბაბიაშვილი (15ქ, 5მ), ლეჟავა (13ქ, 4მ, 3პ), ჭოჭუა (10ქ, 4პ), ტუჯანი (8ქ, 4მ), ჩიტაშვილი (7ქ, 5მ, 2ჩ).
თბილავიამშენი: მინაშვილი (23ქ, 4მ), ტუღუში (19ქ, 8მ, 7პ, 2ჩ), ნიკოლაძე (14ქ, 5პ), მათიაშვილი (12ქ, 9მ), როდუმტა (11ქ, 8მ, 4დ, 3პ), ბერაია (5ქ, 2ჩ), კვიმსაძე (4ქ, 6პ, 3მ).

IV სუპერთასი (2009)
24 მაისი. თბილისი. სპორტის სასახლე
ენერჯი-თბილავიამშენი 71:76
21:20, 16:23, 20:15, 14:18
ენერჯი: გამყრელიძე (6ქ, 4პ, 7მ), ბაბიაშვილი (4ქ, 7მ), ლეჟავა (13ქ), დიდია (5ქ), ტუღუში (13ქ, 3პ, 5ფ), უგრეხელიძე (9ქ, 5მ, 5ფ), არწივიძე (3ქ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 3დ), ჭოჭუა (4ქ)
თბილავიამშენი: ი. ბერიშვილი (11ქ, 5ფ), ნიკოლაძე, მათიაშვილი (10ქ, 16მ, 4დ), ნინიაშვილი (21ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (5ქ, 3დ), პირველაშვილი (4ქ), ბოისა (7ქ, 5მ, 5ფ, 2დ), დ. ბერიშვილი (18ქ, 7პ, 5ჩ)

V სუპერთასი (2010)
25 მაისი. სპორტის სასახლე
ენერჯი-აგრარული 80:83
20:14, 18:26, 18:19, 24:24
ენერჯი: მაჭავარიანი, ცეკვავა (18ქ, 6მ), ჩაჩანიძე, აბაიშვილი (5ქ, 3ჩ), დვალიშვილი (13ქ, 10მ, 3დ), არწივიძე (3პ, 3ჩ), ხმელიძე (12ქ, 8მ, 3პ), ჭოჭუა (19ქ, 5მ, 5პ), პირველაშვილი (13ქ, 5მ).
აგრარული: გულისაბედაშვილი (3ქ), ჩაჩიბაია (13ქ, 6მ), წივწივაძე (28ქ, 8მ, 3პ), მარხვაშვილი (9ქ), ტყეშელაშვილი (1ქ), ნინიაშვილი (14ქ, 5მ), ათანელიშვილი (6ქ, 12მ), გ. ბარბაქაძე (8ქ, 4პ, 4ჩ), დიდია (1ქ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული