კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება. ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "სოხუმი" შეხვდებიან.

თასის გათამაშების ფინალს თბილისის სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს. სატიტულო მატჩი 23 აპრილს, 14:00 საათზე დაიწყება.

23 აპრილს დაგეგმილი იყო სუპერლიგის 27-ე ტურის 3 მატჩი, რომელთაგან ორი 2 დღით ადრე - 20 აპრილს გაიმართება. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ამ დღეების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

20 აპრილი, სპორტის ახალი სასახლე
18:00 ოლიმპი - დინამო (სუპერლიგის 27-ე ტური)
19:45 სოხუმი - მგზავრები (სუპერლიგის 27-ე ტური)

23 აპრილი,
სპორტის ახალი სასახლე

14:00 დინამო - სოხუმი (თასის ფინალი)
16:00 აკადემია - რუსთავი (სუპერლიგის 27-ე ტური).

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული