"ქუთაისმა" გაათანაბრა

AutoSharing Option
ქუთაისი-სოხუმი 82:63
20:14, 14:12, 28:18, 20:19
ქუთაისი: გრძელიძე (13ქ, 6ჩ, 4პ), ტყაბლაძე (1ქ), ბერეკაშვილი, ფხაკაძე (12ქ, 15მ, 3პ, 2დ), ცირეკიძე (26ქ, 21მ, 6დ), დვალიშვილი (18ქ, 12მ, 3პ, 2დ), გოგოძე (12ქ, 5მ, 5პ, 4ჩ), ნაცვლიშვილი.
სოხუმი: ჩოჩია (23ქ, 3ჩ), გაფრინდაშვილი (10მ, 4პ), დოლიძე, ძიძიგური (3ქ), რ. როგავა (8ქ, 7პ, 4ჩ), გოლეთიანი (2ქ), მესხი (10ქ, 11მ), ორმოცაძე (7ქ), დ. როგავა, ბულიავა (10ქ, 8მ, 4ჩ).

ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე მატჩია საჭირო. თბილისში 72:56 გამარჯვების შემდეგ "სოხუმმა" ქუთაისში 63:82 დათმო და სერიაში
ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

ქუთათურებმა წარმატებას ფარქვეშ დამაჯერებელი თამაშის წყალობით მიაღწიეს - სამი კალათბურთელი ასცდა 10-მოხსნიან ნიშნულს (გიორგი ცირეკიძემ სულად 21-ჯერ მოხსნა) და ამ კომპონენტში ქუთათურებმა "სოხუმს" 63:52 აჯობეს. მასპინძლებმა სტუმრებზე 13-ით მეტი ორქულიანიც გამოიყენეს (28:15), თუმცა პერიმეტრიდან გაცილებით უკეთესად ისროლეს სოხუმელებმა - 8 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ, როცა საკუთარ კალათში მხოლოდ ორი მიიღეს.

სოხუმელთა ბომბარდირმა ალეკო ჩოჩიამ 10-დან 5 სამიანი გამოიყენა და 23 ქულა მოუგროვდა. მატჩის სნაიპერი კი ცირეკიძე გახდა, რომლის სტატისტიკაც მეტად ეფექტური გამოდგა: 26 ქულა, 21 მოხსნა, 6 დაფარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული