თორნიკე შენგელიას პირველი ნაბიჯი ევროლიგისკენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიური "შარლერუას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბელგიელები ევროლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის "დონეცკს" დაუპირისპირდნენ და ორქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 61:59.

თორნიკემ 13 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

"შარლერუა" მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს გერმანიის "ალბასთან" გამართავს. თუ შენგელიას გუნდმა ბერლინური ბარიერიც დასძლია, ითამაშებს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, რომლის გამარჯვებული ახალ სეზონში ევროლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული