ბერუაშვილმა NBA გაგვახსენა

AutoSharing Option
დუდუ დადიანის X მემორიალი

6 ოქტომბერი, თბილისი
კალათბურთის აკადემიის დარბაზი

A ჯგუფი

შსს-თსუ 96:69
32:19, 24:12, 23:19, 17:19
შსს: ლაფანაშვილი (2ქ), ნიკოლაძე, ლონდარიძე (12 ქ, 7მ), ლომოური (3ქ), თენიეშვილი (6ქ), ტუჯანი (6ქ), წივწივაძე (19ქ), იმნაძე (8ქ, 9მ), დვალიშვილი (17ქ, 11მ), კრეპსი (16ქ, 8მ), ბოქოლიშვილი (7ქ)
თსუ: დ. ბერიშვილი (6ქ), ფანჩულიძე (10ქ), კოხრეიძე, თავამაიშვილი, კორკოტაძე (4ქ), მარკოიშვილი (2ქ), ნინიაშვილი (13ქ) ჩიტაშვილი (11ქ), ხიზანიშვილი (5ქ), შერმადინი (15ქ, 7მ), ჩქარეული (3ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშილი, გ. მიქელაძე
კომისარი: მ. რატიშვილი

დუდუ დადიანის წლევანდელი
მემორიალის პირველ ჯგუფში ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართა: როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფის გამარჯვებული ბოლო ტურში გამოვლინდა - ერთმანეთის წინაშე თსუ და შსს წარდგნენ.

არც ამ მატჩში დაფიქსირებულა მოულოდნელობა: ძალოვნებმა ახუტულ-ჩახუტული ანგარიშით გაიმარჯვეს - 96:69. პირველი ტაიმი მათი სრული უპირატესობით წარიმართა, 20 წუთში 56:31-ს იგებდნენ.

შსს-ელმა ილია ლონდარიძემ ტრადიცია დაარღვია, ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა (12 ქულა, 7 მოხსნა). სამაგიეროდ დაბლ-დაბლი გაიფორმა მისმა თანაგუნდელმა აკაკი დვალიშვილმა 17 ქულა, 11 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი კი ბექა წივწივაძე გახდა - 19 ქულა.

სტუ-დინამო 93:80
ძირითადი დრო: 76:76
18:14, 22:30, 22:19, 14:13, 17:4
სტუ: ტეტელაშვილი (15ქ), თევზაძე, ჭოხონელიძე (4ქ), ალხანაიძე (6ქ), მაჩალაძე (17ქ, 17მ), კობიძე, დეკანოიძე (6ქ), ძიძიგური (8ქ, 7პ), კორძაძე (4), ვ. ბერუაშვილი (24ქ, 10მ), ანთაძე (9ქ, 10მ)
დინამო: ს. ლეჟავა (2ქ, 6პ), სანაძე (24ქ, 9მ), მარხვაშვილი (22ქ), კეიდია (6ქ), აბულაძე (2ქ), თვაური (7ქ), მეხრიშვილი, როდუმტა (2ქ, 7მ), სუხიშვილი (15ქ, 8მ)
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი

სტუ და "დინამო" თანაბარი ძალის გუნდები რომ არიან შაბათსაც დავრწმუნდით - მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად 40 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა: ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე ტექნიკოსმა ვასილ ბერუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებითი დრო სტუ-მ უკეთესად ჩაატარა და სეზონის პირველი გამარჯვება ჩაიწერა: 93:80.

შეხვედრის შემდეგ პირზე ყველას ერთი გვარი ეკერა: ვასილ ბერუაშვილი ორ დინამოელს გადააფრინდა და იმდენად ეფექტურად ჩატენა, კაცს მივიწყებული (ლოკაუტის გამო) NBA გაახსენდებოდა.

საბოლოო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 3 3 0 6
2. თსუ 3 2 1 5
3. სტუ 3 1 2 4
4. დინამო 3 0 3 3

ქუთაისი-სამედიცინო 71:61
19:11, 21:12, 15:18, 16:20
ქუთაისი: ფაშაევი (4ქ), ბაბუნაშვილი (3ქ), დიდია (16ქ), ცეკვავა (19ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (11ქ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5ქ), კუჭავა, კოღუაშვილი, მათიაშვილი (13ქ, 20მ, 5დ)
სამედიცინო: ბაქრაძე (7ქ, 6პ), ტომარაძე (21ქ), ჩიკვილაძე (8ქ), კვეტენაძე, ყველაშვილი (2ქ, 7მ), ბექაური (6ქ), პირველაშვილი (6ქ), გაბისონია (4ქ), აბაიშვილი, ჭოჭუა (7ქ), შვანგირაძე
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი

შედარებით თანაბარ ბრძოლას ველოდით "ქუთაისისა"' და "სამედიცინოს" დაპირისპირებაში, მაგრამ პირველმა ტაიმმა თავიდან ბოლომდე იმერელთა დომინირებით ჩაიარა - მეორე პერიოდისთვის მათმა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია, მაგრამ როცა ყველას მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, "სამედიცინომ" თამაში გამოასწორა და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ეს იყო და ეს, "მედიკოსებმა" საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ფინალის საგზური "ქუთაისს" დაუთმეს, რომლის გამარჯვებაში ლომის წილი ლომგულის მოსახელე რიჩარდმა (მათიაშვილმა) შეიტანა: 13 ქულა, 20 მოხსნა, 5 დაფარება.

ფინალი დღეს 18 საათზე დაიწყება და მემორიალის ახალი გამარჯვებული გამოვლინდება. შსს-სა და "ქუთაისს" ეს შეჯიბრება აქამდე არ მოუგიათ.

საბოლოო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ ქ
1. ქუთაისი 2 2 0 4
2. სამედიცინო 2 1 1 3
3. რუსთავი 2 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული