"სოხუმი" "მინსკი-2006"-სთან საპასუხო მატჩს დღეს გამართვას

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "სოხუმი" ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში "მინსკი-2006"-ს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"სოხუმის" გუნდი მინსკში 10 ოქტომბრიდან იმყოფება, სადაც ასრულებს მზადებას ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩისათვის. 10 ოქტომბრის საღამოს და სამშაბათს დილით, "სოხუმის" მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა გამართეს ვარჯიში უზარმაზარ სპორტულ კომპლექს "არენაში", რომელიც 15 000 მაყურებელს იტევს. სწორედ ამ სპორტულ კომპლექსში დღეს საღამოს შედგება მატჩი.

მოსალოდნელია, რომ დღევანდელი თამაშზე "მინსკ-2006"-ის გულშემატკივრების გარდა, მაყურებელთა შორის ასევე იქნება რამდენიმე ასეული სოხუმელთა გულშემატკივარი, რომელიც ბელორუსიაში ცხოვრობს.

"სოხუმის" 12 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ლაშა ფარღალავა, ირაკლი აშუბა-სორდია, პიერ პირსი, გიორგი გაფრინდაშვილი, ირაკლი ჩლაიძე, ბრენდონ გაი, ფრენკ რობინსონი, მიხეილ ბერიშვილი, ლევან ფაცაცია, ვახტანგ ქადარია, მარკ სალიერსი და სერგო ათუაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი.

Sportall.Ge

sokhumibc.com

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული